27 ივნისს ბრიუსელში საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს

27 ივნისს ბრიუსელში საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს

27.06.2014

„დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებულად ისტორიული დღეა. ვფიქრობ, დღის მეორე ნახევარში [შეთანხმების ხელმოწერის შესახებ] ვაშინგტონში მაღალი დონის განცხადება გაკეთდება. არ მინდა, ვაშინგტონში გაჟღერებულ განცხადებას დავასწრო. მხოლოდ ის შემიძლია, გითხრათ, რომ შეერთებულ შტატებში ყველა ვაღიარებთ საქართველოსათვის დღევანდელი დღის მნიშვნელობას. ამ დღემ საქართველო უფრო მეტად დაუხლოვა ევროპულ ოჯახს, რომელსაც ის ეკუთვნის." - აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი

P.S. ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმება. თანამშრომლობა, ზოგადად, მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ და უსაფრთხოების სფეროებს. ასოცირების ხელშეკრულების სამართლებრივ ბაზად მიიჩნევა „ევროკავშირის ფუნქციონირების შეთანხმების“(1957 წ) 127-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს სხვა ქვეყნებისა და ტერიტორიების ასოციაციის საკითხს. ასოცირებული წევრობის სტატუსის სანაცვლოდ ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს აკისრებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და სასამართლო რეფორმების გატარების ვალდებულებას. ამის სანაცვლოდ კი, ასოცირებულ წევრებს ევროკავშირის ზოგიერთ ან ყველა ბაზარზე თავისუფალი წვდომა აქვთ, მათ შორის, სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების ბაზარზეც. ასოცირებული წევრები ასევე იღებენ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. ასოცირების შეთანხმება ხშირ შემთხვევაში მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც.

დღეს, 27 ივნისს, 3 ყოფილ საბჭოთა ქვეყანასთან დაახლოებას 28 ევროპულმა სახელმწიფომ  დაუჭირა მხარი.

გილოცავთ!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge