ჯონ კერი გვილოცავს!

ჯონ კერი გვილოცავს!

27.06.2014

ელჩი ნორლანდი სიამოვნებით გადმოგვცემს სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მილოცვას საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. როგორც ელჩმა დღის პირველ ნახევარში აღნიშნა, დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოსთვის. დღეს საქართველო უახლოვდება ევროპულ ოჯახს, რომელსაც ის ეკუთვნის.

სახელმწიფო მდივანი კერი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერას ულოცავს.

შეერთებული შტატები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობების დამყარებას ულოცავს.

დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია აღმოსავლეთი პარტნიორობის ამ ქვეყნების ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისა და გამთლიანებული, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის გეგმის განხორციელების გზაზე.

საქმე მხოლოდ ის როდია, რომ აღნიშნული შეთანხმებები ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებს ევროკავშირის ერთიან ბაზართან დააკავშირებს და მათ სავაჭრო და ფინანსურ დახმარებათა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. დღეს მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ გამოთქვეს მზადყოფნა, გაატარონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმები, რომელიც მათ გააძლიერებს და აქცევს უფრო ძლიერი დემოკრატიის ქვეყნებად.

გავაგრძელებთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხოლოდ ამ სუვერენულმა სახელმწიფოებმა და არავინ სხვამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელია მათი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის გამტკიცების საუკეთესო გზა. აპლოდისმენტები მათ იმ მძიმე შრომისა და მონდომებისათვის, რის შედეგადაც ისინი აქამდე მოვიდნენ. ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით საკვანძო რეფორმების განხორციელების პროცესში, რამაც ამ ქვეყნებში წელგამართული, სტაბილური და დემოკრატიული საზოგადოებები უნდა ააშენოს.

Statement by Secretary Kerry Congratulating Georgia, Moldova, and Ukraine on the Signing of Agreements with the European Union (June 27)

The United States congratulates Georgia, Moldova and Ukraine on signing Association Agreements and establishing Deep and Comprehensive Free Trade Areas with the European Union.

The agreements signed today mark a major step toward integrating these Eastern Partnership countries more closely with the European Union and realizing a Europe whole, free and at peace. 

It is not just that these agreements link the EU’s eastern neighbors into its single market and unlock new opportunities for trade and assistance.  Today, Moldova, Georgia and Ukraine have signaled their readiness to undertake important economic and legal reforms that will make them stronger, more vibrant democracies.

We continue to support the territorial integrity of Georgia, Moldova and Ukraine.  The decision on the best path to security, prosperity, and a better future for their citizens is one that can and should be made by these sovereign nations, and by them alone.  We applaud the hard work and determination that has brought them to this point, and we will continue to stand with them as they work to implement key reforms and build more prosperous, stable, and democratic societies.

ეს ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ გაავრცელა



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge