ევროპელობა

ევროპელობა

28.06.2014

დღეს ძალიან ბევრჯერ მესმოდა სიტყვა "ევროპელობა", ოღონდ რას ნიშნავს ეს ტერმინი, თუნდაც ძალიან ზოგადად, არავის დაუზუსტებია. ევროპელობა ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის პირადად ევროპელობა ძირითადად რამდენიმე ფუნდამენტური რამაა: პირველ რიგში, ეს ეროვნული და ინდივიდუალური ინფანტილიზმისგან შეგნებული თავდაღწევის მცდელობაა; ეს განმანათლებლობის სურვილი და შემდგარი ფაქტია; ეს პლურალიზმისა და შემწყნარებლობის, სხვისი პიროვნების მიმართ საბაზისო პატივისცემის კულტურაა; ეს იდეების გაცვლის და მოქალაქეთა მხრიდან მათი საჯაროდ და უშიშრად გახმოვანების - აგორას - ტრადიციაა; ეს 'კეთილი სამარიტელის' მაგალითის კოლექტიური მეხსიერების მქონე რეალობაა; ის შრომის ეთიკის და პუნქტუალურობის გარემოა; ის 'სამოქალაქო ღირსების', როგორც ფასეულობის, სამშობლოა და ბოლოს, ის ამერიკული დემოკრატიის მშობელი დედაა. და რაც მთავარია, ევროპა თავისუფლებისთვის ბრძოლის - პიროვნულისა და ეროვნულის - სიმბოლოა. ეს არის ჩემთვის ევროპა, რომლის დნმ-იც არაა უცხო ყველაფერი იმისათვის, რაც საქართველოს საკუთარი არსებობის განმავლობაში ღირებული შეუქმნია. მთავარი კი მაინც წინაა. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარების დიდი ხნით გაწყვეტილი ჯაჭვის გამთლიანების პირველი დღეა. მომავლის რგოლები კი ჩვენი გამოსაჭედია.

                                                                                                                                                                      ნიკა რურუა



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge