შერჩევით სამართალს ევროპა არ მოითმენს!

შერჩევით სამართალს ევროპა არ მოითმენს!

01.07.2014

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოში ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე და შერჩევით სამართალზე: ”როგორც იცით, ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა - შერჩევით სამართალს არავინ მოითმენს. ჩვენი მხრიდან ეს მესიჯი ძალიან ხმამაღლა და ცხადად გაკეთდა როგორც აქ, ასევე სხვა ქვეყნებში. რა შეიძლება, მოხდეს ახლა. თქვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთ, რაც უფრო ახლო ურთიერთობებს გულისხმობს - იქნება უფრო ინტენსიური კონტაქტი, უფრო ღრმა პოლიტიკური დიალოგი და ეს კარგია. ეს საკითხებიც გაზრიდილი ყურადღების საგანი გახდება, ვინაიდან ეს ურთიერთობა ღირებულებებს ემყარება. მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებას შედეგები ექნება და ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს. მე ეს დღევანდელ შეხვედრებზეც ვთქვი. ბატონი ჰამარბერგისგან და სხვებისგან ვიღებთ რეკომენდაციებს, ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ პრობლემას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ ამ რეკომენდაციებს მოუსმინონ და პატივი სცენ - ესეც იმ ურთიერთობის ნაწილია, რომელიც ახლა ყალიბდება”



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge