ნათელმხილველის ხედვები

ნათელმხილველის ხედვები

01.07.2014

ქართველი ნათელმხილველი კაკულია აფხაზეთის დაბრუნებას და როკის გვირაბის ჩახერგვას ხედავს და იმასაც, რომ ,,პუტინს ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ...“

,,ალასანიას და რესპუბლიკელების წინსვლას ნამდვილად ვერ ვხედავ. ახალი ხალხი მოდის პოლიტიკაში, მე მათ მეცნიერები დავარქვი. დღევანდელი სახეები 30 წელია პოლიტიკურ არენაზე არიან. საზოგადოება დაიღალა ერთი და იგივე სახეებით. სასაცილო ის არის, რომ ამათმა შევარდნაძის, პატიაშვილის და მგონი მჟავანაძის დროინდელი სახეები მოიყვანეს. 60-იან წლებში მყავს ისინი ნანახი...

...მიხეილ სააკაშვილზე მაქვს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც არ ვახმოვანებ. დაბრუნებით ის არ დაბრუნდება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს საშიშია მისთვის... სააკაშვილის მომავალში მობრუნებას და პრეზიდენტობას ნამდვილად არ ვხედავ. გამორიცხულია იმიტომ, რომ სულ სხვა პოლიტიკური პროცესები წავა მსოფლიოში.

...ირაკლი ალასანიას მოსვლის ვარიანტს ვერ ვხედავ, თავდაცვის მინისტის პოსტზე დაასრულებს კარიერას. ეს ალასანიას პირადად ვუთხარი.

...ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!!! ყველაზე კარგი ეს არის. ძალიან უჭირს, სულ სხვა რამეებით არის დაკავებული, მაგრამ უჭირს. წესიერი პიროვნებაა, მაგრამ სახელმწიფოს მართვა მძიმე ტვირთია “, - ამბობს კაკულია ,,ქრონიკა +“-სთან.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge