ევროსასამართლომ მოსკოვს საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ კომპენსაციის გადახადა დააკისრა

ევროსასამართლომ მოსკოვს საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ კომპენსაციის გადახადა დააკისრა

03.07.2014

 "რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროკონვეციის ექვსი მუხლი დაარღვია. კერძოდ, რუსეთმა დაარღვია ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის მეოთხე მუხლი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების კოლექტიურ დეპორტაციას, მე-5 მუხლის 1-ელი პარაგრაფი, მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი, მე-3 მუხლი და მე-13 მუხლი",-ნათქვამია  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა, არადა ეს სარჩელი  რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ 7 წლის წინ შეიტანა. რისი გადამხდელია რუსეთი, მაგრამ მაინც კარგია, რომ ჩვენს სასარგებლოდ რაღაც მაინც გადაწყდა...

P.S.  მათთვის, ვისაც არ ახსოვს: 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათი მასობრივი დეპორტაციის გამო,  საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge