შეშფოთებულნი

შეშფოთებულნი

05.07.2014

1. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ე.წ. მორატორიუმის დაღვევის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მორატორიუმი  მხოლოდ იმ შემთხვევაში ცხადდება, როდესაც საზოგადოებაში ამა თუ იმ საქმეებთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები. მისი თქმით, გიგი უგულავას საქმე გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

 "მორატორიუმი როგორც წესი არ არსებობს. მას იმ დროს მიმართავენ , როდესაც საზოგადოებაში არსებობს ზოგადო აღქმა რომ რაღაც არასწორია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ საქმეში არსებობს პოლიტიკური ელემენტი. მხოლოდ ასე შეიძლება ავხსნა ასეთი მორატორიუმის შემოღება. თუ მის წინააღმდეგ წახვალ, იმის წინააღმდეგ მიდიხარ რის დამტკიცებასაც ცდილობ, რა თქმა უნდა ეს საქმე შეშფოთებას იწვევს,"-განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

2.გიგი უგულავას დაპატიმრება, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება (საქართველოს მთავრობის) წინა განცხადებებს კანონის უზენაესობის ერთგულების შესახებ, - კარლ ბილდტი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

3.გიორგი უშუკიშვილი: "სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ ვთქვა: ეს არის კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა კულტურისთვის, ზოგადად დედაქალაქში, მაგალითად მოვიყვანფოლკლორის ცენტრს, ვიცი რომ იქ მუზეუმებია, არტოს ბაღის მშენებლობა მოხდა, იქაც ძალიან კარგი რამეები გაკეთდა და ბევრი კიდევ სხვა რამ.. ამიტომ ხალხის გამოხმაურებაც არის ლოგიკური, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანმა დაივიწყო სიკეთე“.

სტეფანე: მინდა გამოვხატო მხარდაჭერა გიგისადმი, ახლაც არ ვიცი რის გამოა ის დაკავებული და ძალიან ვწუხვარ, იმიტომ რომ მიმაჩნია - მან თბილისისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და მინიმუმ იმის ნდობა შეიძლებოდა, რომ ის ქვეყნიდან არ გაიქცევა“.

კახა ცისკარიშვილი: "უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. შემიძლია ვთქვა და მე პირადად ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი და კიდევ აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ ჩემი ცხოვრების პერიოდში და მე ვცხოვრობ თბილისში უკვე 15 წელია, გიგი საუკეთესო მერი იყო და უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული".

4. ტელეკომპანია TV3-ის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. გადაცემაში „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის 73% უმუშევარია.

5.“ რამდენიმე ადამიანის აყვანა მოხდა - საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც პრობლემას ქმნიდნენ. გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა პარლამენტის წევრი, რომელიც დაუყონებლივ გაათავისუფლეს, როგორც კი აღმოჩნდა, რომ ის იყო პარლამენტის წევრი. დღეს თუ საქართველოში ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ლევან ბეჟაშვილი ჯორჯ კლუნია, რომელსაც ყველა პოლიციელი უნდა იცნობდეს სახეზე მაინცდამაინც, მემგონი, ძალიან ცდებიან...“თ. ხიდაშელი

6. "არანაირი ხელწერილის საფუძველზე არ მომხდარა ჩემი გათავისუფლება. 3-საათიანი უკანონო დაკავების ფაქტის შემდეგ დაადგინეს, რომ თურმე პარლამენტის წევრი ვყოფილვარ და თურმე პარლამენტარის დაკავების უფლება არ ჰქონდათ. ამის საფუძველზე გამომიშვეს. დღეს სასამართლოს სხდომაზე წარვადგენთ მტკიცებულებებს, როგორც მოხდა უკანონო დაკავება არაადეკვატური ძალის გამოყენებით, უფლებების განმარტების გარეშე და, პრაქტიკულად, უსაფუძვლოდ. მოხდა მოვლენების ასეთი განვითარება, გვაქვს ვიდეოფირებიც, რომელთაც წარვუდგენთ სასამართლოს. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს." ლ. ბეჟაშვილი

7.თენგო გოგოტიშვილი: როგორს სანდო წყარომ მაცნობა, პარლამენტარი ბეჟაშვილი იმისთვის გააჩერეს 3 საათის განმავლობაში პოლიციაში, რომ დარწმუნებულიყვნენ, შემთხვევით, მართლა ჯორჯ ქლუნი ხომ არ იყო. ბოლოს, როდესაც მიიღეს ჩვენება ქლუნის პროდუსერისგან, ბეჟაშვილი გამოუშვეს. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge