ვიფიქრე რუსეთს გულისხმობდა...

ვიფიქრე რუსეთს გულისხმობდა...

06.07.2014

“დ ა ი წ ყ ო! თითქმის ორი წელი ვუცდიდით... მონანიებას?.. არ ვიცი...მაგრამ არც ერთმა სინანულიც კი არ გამოხატა... არც მოინდომეს... არც სინდისმა შეაწუხა... არც უზნეო ოჯახში ჯერ გაუხრწნელმა შვილებმა...არც მშობლებმა, არც გვარმა...არც წამებაში დაღუპული მსხვერპლის სისხლმა... არც მოპარულმა ფულმა, არც გამქრალმა ერის საგანძურმა, პარიზში მშიერი ქართველები თვალის ჩინივით რომ უფრთხილდებოდნენ... არც ღმერთმა, არც ჯვარმა, არც სვეტიცხოველმა - და ჰა, მიიღეს... ველური ტომის მოდგმას - ჯალათებს, ქართველი კაცის სახელის გამტეხელს მექრთამე ევროპა ვეღარ იცავს... დაიწყო“, - წერს სტურუა facebook-ში.
P.S.თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, როცა ვკითხულობდი, რუსეთს გულისხმობდა მეგონა ეს ქართველი კ ა ც ი! თურმე, უგულავას დაჭერას ჩაუგდია ამ დღეში...

P.P.S. ლევან ურუშაძე, ისტორიკოსი: უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ სისხლისმსმელი ბოლშევიკის ვანო სტურუას შვილიშვილი ცოტა ჩუმად ყოფილიყო?.. იმ ვანო სტურუასი, რომელმაც თავის ძმასთან, - გიორგი სტურუასთან და სხვა  ბოლშევიკებთან ერთად, 1921 წელს სისხლიანი ჩექმებით გადაჯეგა საქართველოს დამოუკიდებლობა და წლების მანძილზე ერთობოდა მამულიშვილთა ჟლეტით!!! როგორც ვხედავთ, რუსეთუმეობა და ბოლშევიკურ-კომუნისტური მენტალიტეტი დედის რძესთან ერთად აქვს ნაწოვი ამხ. რობერტს!..



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge