ევროკავშირს 14 აპრილს გამცხადებული მორატორიუმი ახსოვს...

ევროკავშირს 14 აპრილს გამცხადებული მორატორიუმი ახსოვს...

07.07.2014

გიგი უგულავას სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ფაქტს ევროკავშირი  საგანგებო განცხადებით   ეხმაურება. მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი  ყურადღებით ადევნებს თვალს უგულავას დაკავებასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებს.

განცხადებაში ასევე საუბარია,  პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 14 აპრილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, გამოცხადდა მორატორიუმი.

ევროკავშირი  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა, გამჭვირვალეობა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge