გავზარდოთ ხარჯები თავდაცვაზე

გავზარდოთ ხარჯები თავდაცვაზე

07.07.2014

NATO-ს გენერალურმა  მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა  euronews-თან ინტერვიუში თქვა: ”ვნახეთ, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ძალიან სწრაფად მოქმედებენ. რუსული შეიარაღებული ძალები უფრო გათანამედროვებულია, ვიდრე ვნახეთ 2008 წელს, როდესაც ისინი საქართველოს დაესხნენ. ამიტომაც ჩვენ NATO-ს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და გაათანამედროვონ შეიარაღებული ძალები. გასული 5 წლის განმავლობაში რუსეთმა თავდაცვის ხარჯები 50%-ით გაზარდა, როდესაც NATO-ს წევრმა ქვეყნებმა საშუალოდ ხარჯები 20%-ით შეამცირეს. რაც ვნახეთ უკრაინაში არის თამაშის წესების შემცვლელი. ახლა დროა, გადავხედოთ ტენდენციას და თანდათანობით გავზარდოთ ხარჯები თავდაცვაზე".



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge