ამბობენ, რომ “ჯი დი ეს-”ზე პოლიტიკური თოქ-შოუს პროდიუსერი ნინო შუბლაძე იქნება

ამბობენ, რომ “ჯი დი ეს-”ზე პოლიტიკური თოქ-შოუს პროდიუსერი ნინო შუბლაძე იქნება

08.07.2014

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილის არხზე “ჯი დი ეს-”ზე ოქტომბრიდან პოლიტიკურ თოქ-შოუს ბიძინა ივანიშვილი წაიყვანს.

გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ივანიშვილი ეკა ბერიძესთან ერთად გადაცემის თანამწამყვანი იქნება და არ არის გამორიცხული, მოგვიანებით თოქ-შოუმ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადაინაცვლოს.
გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტიკაში მოსვლის შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ჯი დი ეს”-ს სპეციალიზებული ლიცენზია აქვს, რაც გასართობი გადაცემების ეთერში გაშვების უფლებას გულისხმობს, ლიცენზიის მოდიფიცირებაზე არხს მარეგულირებელი კომისიისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის თოქ-შოუს პროდუსერი ნინო შუბლაძე იქნება, რომელმაც “რუსთავი 2″ რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად დატოვა.

,,ჯერჯერობით ამ გადაცემასთან დაკავშირებით არხზე მიმდინარეობს მუშაობა. გადაცემის სტრუქტურა მუშავდება. სამი თვე გვაქვს წინ და ამ დროში ბევრი რამ იცვლება. ყველა ადამიანის კანდიდატურა განიხილება ვინც პროფესიონალია, მათ შორის ნინო შუბლაძეც”, – განაცხადა ამბები.გე-სთან ,,ჯიდიეს”-ის პროდიუსერმა თემურ გოგოლაძემ.

“ბი ნიუსი” ცდილობს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ნინო შუბლაძესთან, თუმცა ის ამ დრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

"ბი ნიუსი"



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge