მიკვირს, ბევრი რამ მიკვირს ჩვენი ავ-კარგიანობისა....

მიკვირს, ბევრი რამ მიკვირს ჩვენი ავ-კარგიანობისა....

09.07.2014

„იმ ქვეყანაში, სადაც ჯაბა იოსელიანი ტერენტი გრანელის გვერდით განისვენებს, შევარდნაძე რომ ტაძრიდან გაასვენონ, არ გამიკვირდება... არასდროს არავისტი ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის სახელს ვარქმევდი ყველაფერს. ის პერიოდი ასე ადვილად არ ჩაივლის ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა... ნუ იტყვით, რომ ვინმესთვის საგალობლების ფონზე ტაძრიდან გამოსვენება მენანება, პირიქით - უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს ედუარდ-გიორგი, მაგრამ პანთეონის და ტაძარში დასვენების დანიშნულება არ დაგვავიწყდეს. ხშირად ვსტუმრობ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა ძვალთშესალაგს და ჩემი კუთხის პოეტს რომ დავჰყურებ, მის სიახლოვეს დასვენებული იოსელიანის (აგრეთვე აცხონოს უფალმა) ხილვა, წალენჯიხაში, გრანელის ქუჩაზე მოწყობილ ნგრევას და ცეცხლის ალებს მექანიკურად მახსენებს... მას მერე ვერ დადგა ფეხზე ჩემი ოდაბადე... მიკვირს, ბევრი რამ მიკვირს ჩვენი ავ-კარგიანობისა....“

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე კვარაცხელია
 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge