ტელეკომპანია GDS და "ბანი"-ც მიშამ გარყვნა?!

ტელეკომპანია GDS და "ბანი"-ც მიშამ გარყვნა?!

11.07.2014

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ბინა 18-ში,  მუსიკალურმა  ჯგუფმა „ბანი“ სიმღერა „რაჭული“ ორი  ქალის ნახევრადშიშველ უკანალზე ხელების ტყაპუნის ფონზე შეასრულა. სახალხო დამცველიმა უჩა ნანუშვილმა ეს ფაქტიი დაგმო და  შემდეგი განცხადება გაავრცელა:  

 "ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია არა მხოლოდ მონაწილე ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის. ...დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, უჭირთ დაარღვიონ დუმილი და ისაუბრონ ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ისინი განიცდიან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი. ტელევიზია ინფორმაციის მთავარი და პირველადი წყაროა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისთვის. შესაბამისად, მედია საშუალებების უზარმაზარი გავლენისა და როლის გათვალისწინებით საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის გავრცელების პროცესში, მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია არ იწვევდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ შეიცავდეს ძალადობის წამახალისებელი და ქალის ობიექტივიზაციისაკენ მოწოდებებს. პირიქით, უკვე აშკარაა მედიის დიდი როლი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, და მნიშვნელოვანია მათი მხრიდან გამოყენებული იქნას ყველა საშუალება ამ პასუხისმგებლობის რეალური განხორციელებისათვის. .. "სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, გაითვალისწინონ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და უთანასწორო მოპყრობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის ჩამოყალიბებას ქალთა შეურაცხმყოფელი კუთხით წარმოჩინების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და შეწყვიტონ სექსიზმის ტირაჟირება“.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge