პეტრე-პავლობა

პეტრე-პავლობა

12.07.2014

12 ივლისი პეტრესა და პავლეს ხსენების დღეა!

წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე გამოირჩევიან დიდი რწმენით, სიყვარულითა და თავდადებით; გამოირჩევიან ადამიანური დიდი ღირსებებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს შემთხვევით არ უბოძა ეს სახელი, რაც კლდეს ნიშნავს. სახარებაში ვკითხულობთ: „ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პეტრეს რწმენაზე აშენდა ეკლესია. წმიდა ეკლესია დაფუძნებულია სხვა მოციქულებზეც. ყველა მოციქული არის კლდე, მაგრამ მოციქულთა შორის გამორჩეულია წმიდა პეტრე და პავლე. საოცარი თვისებები ახასიათებს პეტრეს! იგი მუდამ პირველია. როგორი მკვეთრი და ნათელი პასუხი გასცა მან მაცხოვრის შეკითხვას: ვინ ვარ, – რას ფიქრობს ჩემზე ხალხიო? მოციქულებმა მიუგეს: ზოგი ამბობს წინასწარმეტყველიაო, ზოგს ელია ჰგონიხარ. მაშინ უფალი მეორედ ეკითხება მათ: „და თქვენ ვინ გგონივართ?“ ყველა მოციქულის სახელით პეტრე მიუგებს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა!“ ე.ი. იგი აღიარებს უფალ იესო ქრისტეს ძედ ღვთისად. უფალი იესო ამაზე დასძენს: „ეს გამოგიცხადა შენ მამა ზეციერმა.“

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge