უსისხლო იარაღი

უსისხლო იარაღი

16.07.2014

დღეს, ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ გარდაცვლილი მძღოლის ადგილზე იჯდა, პიჯაკი ეცვა, ღვედი ეკეთა, მანქანის ფარები კი ანთებული იყო.. მან ასევე თქვა, რომ ნახა იარაღი, რომელიც, როგორც ამბობენ მიბჯენით იყო გამოყენებული. იარაღზე არ იყო სისხლის კვალი, მაშინ როდესაც, მანქანაში  ყველაფერი სისხლიანი იყო. მან თქვა, რომ  იარაღი, რომელიც საკმაოდ ახლოს ნახა, სუფთად მოეჩვენა  და  ეს მისთვის საკმაოდ უცნაური დეტალია“.

P.S. კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა.

P.P.S. რუსთავი 2-ის სიუჟეტში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული. გავრცელებული ინფორმაციით ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა. უცნობია კამერის შეტრიალება ინციდენტამდე მოხდა თუ ინციდენტის შემდეგ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge