სახელმწიფო მონოპოლისტი კომპანიები იურიდიულად არანაირ ვალდებულებას არ იღებენ გადამხდელის წინაშე, მაშინ როდესაც, სააბონენტოს გადაუხდელობის შემთხვევაში - გაგითიშავენ ყევლაფერს!

სახელმწიფო მონოპოლისტი კომპანიები იურიდიულად არანაირ ვალდებულებას არ იღებენ გადამხდელის წინაშე, მაშინ როდესაც, სააბონენტოს გადაუხდელობის შემთხვევაში - გაგითიშავენ ყევლაფერს!

17.07.2014

ნინო გოგუა: საღამოს 6 საათიდან (ზუსტი დრო) ჩემს კვარტალს - 10-ამდე კორპუსს არ აქვს წყალი (გაიხსენეთ, როგორ ცხელოდა დღეს).უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში ალბათ 6ჯერ მაინც დავრეკე და Georgian Water and Power - GWP LTD, Official მეუბნება, რომ ამ დროის განმავლობაში ვერც ერთი ეკიპაჟი ვერ გათავისუფლდა საიმისოდ, რომ მოვიდნენ და ნახონ, სად რა პრობლემაა და თან არ იციან, როდის მოხერხდება ვინმეს გამოგზავნა. ცოტა გავიკითხ-გამოვიკითხე და როგორც მითხრეს, კომპანიას არ აქვს აბონენტებთან არანაირი ხელშეკრულება დადებული. იგივე ხდება თურმე თელასთან მიმართებაში. ანუ, სახელმწიფო მონოპოლისტი კომპანიები იურიდიულად არანაირ ვალდებულებას არ იღებენ გადამხდელის წინაშე, მაშინ როდესაც სააბონენტოს გადაუხდელობის შემთხვევაში მეორე დღეს მოვლენ და გაგითიშავენ ყევლაფერს. მე კი, ბევრი საქმე მაქვს და ალბათ, ვათენებ (ანუ, მედგრად ველოდები წყალს).

P.S. Palimfsesti.ge:  მსგავს ფაქატს, წინასაახალწლოდ ჰქონდა ადგილი ნაძალადევში. ხალხს, ნაძვის ხის ნაცვლად,  წყალი შეჰქონდა სახლში... 4-5 დღე  გაგრძელდა ეს წამება!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge