რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მიულოცა

რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მიულოცა

18.07.2014

საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციისას, ელჩი ნორლანდის მოწოდება მომავალზე ფოკუსირებაა

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას დაესწრო და საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მიულოცა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან ერთად, ვაჭრობის, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების და ინსტიტუციების გათანამედროვების კუთხით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. რატიფიკაცია, რომელიც პოლიტიკურ სეზონში არჩევნებით გამოწვეულ „პაუზას“ მოჰყვა, წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რათა ფოკუსირება მომავალზე მორგებულ დღის წესრიგზე მოხდეს, რაც გაზრდის პოლიტიკურ სტაბილურობას, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, გააფართოვებს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს. მაშინ, როდესაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა, არსებული გამოწვევებით საქართველოს მთელი ენერგია მომავალზე ფოკუსირებაზე უნდა იყოს გადატანილი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად დაუჭერს მხარს ამ გზას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge