იგავი მტრებზე და საქართველოზე

იგავი მტრებზე და საქართველოზე

18.07.2014

შეყრილან ერთხელაც ჩვენი მტრები და უთქვამთ: მოდით როგორმე ქართველებს დავცინოთო, ერთ-ერთს უთქვამს:ქართველისათვის ყველაზე სათაყვანებელიქართული სუფრაა და ამ სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოო, ჩვენც ავდგეთ დავამახინჯოთ სიტყვა საქართველო და ისე დავლიოთ მათი სადღეგრძელო.

გადაწყვიტეს "საქართველოზე" ჩამოეშორებინათ ორი ასო და ისე მოეხსენებინათ - "ქართველო", მაგრამ ერთ-ერთმა აღნიშნა თუ ქართველი ვადღეგრძელეთ ეს არ იქნება მათი დაცინვა და კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო, - დარჩა "რთველო", კაცო, თუ რთველი, ღვინო და მარანი ვუდღეგრძელეთ ქართველ კაცსს ეს არის მათი უმთავრესი რამ და ისევ მათი დღეგრძელება გამოვა და მოდით კიდევ ჩამოვაშოროთ ორი ასოო, დარჩა ""ველო"", მიხვდნენ ესეც არ გამოვიდოდა, რადგანც საქართველო ხომ ერთი დიდი და ლამაზი ველ-მინდორია, გადაწყვიტეს კიდევ ჩამოეშორებინათ ერთი ასო და დარჩა ""ელო"", შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ელო ერქვა ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას, რომლის მზესაც მთელი საქართველო ფიცულობდა, თუ ქართველებს საამაყო დედა ვუდღეგრძელეთ ეს მათი დაცინვა აღარ იქნებაო და ბოლოს ისე ქნეს, რომ დატოვეს მხოლოდ ""ო"", ო რა არის მეგობრებო?! წოდებითი ბრუნვის ნიშანი და არა მხოლოდ ეს, ქართველი კაცი სუფრას ისე არ დაასრულებს თუ არ თქვა: ""ო ღმერთო ჩემო, შენ მიდღეგრძელე ჩემი სამშობლო დიდების ღირსი“.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge