უკრაინულ-რუსული ცემა-ტყეპა თურქულ სასტუმროში

უკრაინულ-რუსული ცემა-ტყეპა თურქულ სასტუმროში

21.07.2014

თურქეთის ქალაქ ქემერში, უკრაინელი და რუსი ტურისტები ველურებივით დაერივნენ ერთმანეთს. ჩვენი ინფორმაციით,  სასტუმროში ვახშმობისას უკრაინელმა ტურისტებმა რუსებს ლოთები და ღორები უწოდეს! იმათმაც, რაღაც ისეთი უპასუხეს, რომ  ერთმანეთს შეზლონგებით, მაგიდებით და სკამებით დაერივნენ.  როცა სასტუმროში არაფერი დარჩა დაულეწავი, აუზში ჩაცვივდნენ და იქ დაკავდნენ ერთმანეთის დახრჩობით... დამსვენებლები 2 ბანაკად გაიყვნენ: უკრაინელებს გერმანელები და ინგლისელები უჭერდნენ მხარს, რუსებს კი -  ფრანგები და ბელორუსები.

ამ ინციდენტიდან რამდენიმე საათში, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პოროშენკომ მოუწოდა ოლანდს სცნოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი პრორუსი ბოევიკები და სეპარატისტული ორგანიზაციები ტერორისტებად. ოლანდმა კი აღნიშნა, რომ თუ  დამტკიცდა, რუსეთი აწვდის იარაღს ბოევიკებს, საგანგებოდ იქნება მოწვეული ევროპის საბჭოს სხდომა...



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge