მტკვარზე, ქვემეხებზე და სხვაზე

მტკვარზე, ქვემეხებზე და სხვაზე

24.07.2014

1."საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ   სკანდალური განცახდება გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი მდინარე მტკვრის სათავეზე "ბეშიქ ჰაიას" წყალსაცავების კასკადების მშენებლობას გეგმავს. გაჩეჩილაძის განცხადებით, თუ ეს პროექტი განხორციელდა, შესაძლოა, საქართველოში მტკვრის მხოლოდ მცირე ნაწილი შემოვიდეს, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

2."აშშ-ს სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინასი სეპარატისტებს გადასცა რამდენიმე ათეული საბრძოლო ტანკი ტ-62, "გრადები", ქვემეხები 2S9 Nona, არტილერია, ქვეითთა ჯავშნოსანი მანქანა ბმპ-2 ავტომატური ქვემეხებით, მსუბუქი და ავტომატური შეიარაღებსი მთელი არსენალი, განვითარებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და მობილური ჰაერსაწინააღმდეგო მოწყობილობა Manpad-ები. ესქპრტების აზრით, [რუსეთის] სტრატეგიას [სეპარატისტებისთვის] სრულყოფილი არმიის შექმნა წარმოადგენს".

"ფაინენშლ ტაიმსი", 24.07.2014

3.გერმანიაში, ქ. ბერლინში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი 485 კვ/მ ფართი. საქართველოს მთავრობის № 1182 განკარგულების მიხედვით,  პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 254 ათას ევროდ ფიზიკურ პირს, მანუელა პანსეს გადაეცა.

4. ნიკა რურუა: ამ წუთებში (24.07.2014)  CNN აცხადებს, რომ ა.შ.შ.-ს დაზვერვას გააჩნია უდაო მტკიცებულებები, მათ შორის სატელიტური და ჩვეულებრივი ფოტოების სახით, იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციიდან ხდება არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტ-სეპარატისტების შეიარაღება, არამედ რუსეთის ტერიტორიიდან ხდება ანტისაჰაერო და არტილერიული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა უკრაინას, და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ღია ომი გამოუცხადა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge