95 წლის რეჯებ ჟორდანია ახლახან, ახალ სამსახურში მიიღეს! ასეთი რამ ამერიკაში ხდება და მიბაძეთ მას!

95 წლის რეჯებ ჟორდანია ახლახან, ახალ სამსახურში მიიღეს! ასეთი რამ ამერიკაში ხდება და მიბაძეთ მას!

26.07.2014

ფოტოზე: რეჯებ ჟორდანია, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ნოე ჟორდანიას ვაჟი და კაცი, რომელიც დრომ ვერ დაამარცხა! 93 წლის ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურება. ახლახან, ახალი სამსახური მიიღო და ამითაც გაგვახარა!  ბატონი რეჯები რომ საქართველოს ხშირი სტუმარია, ამაზე ქვემოთ მოცემული ინფორმაციები მეტყველებენ:

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯებ ჟორდანია 2012 წლის 20 მაისს თსუ  სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ამერიკაში. აგრეთვე, ბატონმა რეჯებ ჟორდანიამ, მეუღლესთან ფსიქოლოგ პეგი ბეკმანთან ერთად სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის შესახებ.

2012 წლის 7ივნისს რეჯებ ჟორდანიამ საჯარო ლექცია წაიკითხა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტში. მან  ისტორიული მოვლენების ანალიზი წარმოადგინა.

რეჯებ ჟორდანიამ, მამის გადმოცემებისა და დამოუკიდებელი კვლევა-ძიების საფუძველზე, თავი მოუყარა ისტორიის საინტერესო პერიოდის დეტალებს და სტუდენტების, ისტორიკოსების სამსჯავროზე გამოიტანა.

91 წლის რეჯებ ჟორდანია ბათუმში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი დაიბადა და გაიზარდა პარიზში. ცხოვრების სხვადასხვა დროს ის ჰარიმანის უნივერისტეტში მიწვეული მეცნიერი იყო. საზოგადოება მას იცნობს, როგორც პროფესიონალ პიანისტს და კომპოზიტორს, ის არის უცხო ენების სახელმძღვანელოების და მოთხრობების კრებულის ავტორი.

2011 წლის 4 ივნისს რეჯებ ჟორდანიას წიგნის "გავიზარდე ლეველში" პრეზენტაცია კომპანია "პროსპეროს წიგნების" საგამოფენო სივრცეში მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს მწერალმა საკუთარი მოღვაწეობის შესახებ უამბო. პრეზენტაციას მისი  მეუღლე და ქალიშვილებიც ესწრებოდნენ.

2011 წლის 28 მაისს რეჯებ ჟორდანიას წიგნის "გავიზარდე ლევილში" პრეზენტაცია  პარლამენტში გაიმართა.

პრეზენტაციას ოფიციალურ სტუმრებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

2011 წლის 23 მაისს რეჯებ ჟორდანიამ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში კონკურსი ჩაატარა, თუ რამდენად იცნობდნენ მოსწავლეები ნოე ჟორდანიას ცხოვრებას. კონკურსის მონაწილე 10 მოსწავლისგან 4 საუკეთესო გამოვლინდა. რეჯებ ჟორდანიამ  ყველა მათგანს ფულადი ჯილდო და სიგელები გადასცა. 

2009 წლის ნოემბერში, რეჯებ ჟორდანია  იმყოფებოდა საქართველოში. შეხვდა მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და  ესაუბრა ქართველთა ცხოვრებაზე საფრანგეთში, კერძოდ კი - ლევილში...

P.S. აქ, მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ შეხვედრებისა, რომლებიც, ბატონმა რეჯებმა, საქართველოში გამართა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge