ეს უნდა იცოდეთ!

ეს უნდა იცოდეთ!

30.07.2014

გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც დადებითად მოქმედებენ  ბავშვის გონებაზე:

1. ორაგული  ტვინის ფუნქციისთვის აუცილებელ ომეგა-3-ს შეიცავს .
2. რძის პროდუქტები ტვინის ქსოვილის ზრდისთვის აუცილებელ   პროტეინებს და  B ვიტამინს შეიცავენ.

3. ხორბალი შეიცავს ნერვული სისტემის მკვებავ  B ჯგუფის ვიტამინებს. ასევე შეიცავს გლუკოზას, რომელიც ადამიანის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის  სჭირდება.

4. კვერცხის გულის შემადგენლობაში შემავალი ელემენტი ქოლინი მეხსიერებას აუმჯობესებს.
5. უმარილო არაქისი  E ვიტამინს შეიცავს, ანტიოქსიდანტს, რომელიც ტვინში ნერვულ მემბრანებს იცავს.
6. შვრია  ბავშვს  ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება. ის  
 შეიცავს E, B ვიტამინებს და  თუთიას.
7. კენკრა - მარწყვი, მოცვი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი და ა.შ. შეიცავს სიმსივნური დაავადებების დამამარცხებელ ანტიოქსიდანტებს.  მარწყვი და მოცვი მეხსიერებას აუმჯობესებს.
8. პარკოსნები - ლობიო, ბარდა, ოსპი   პროტეინებითაა გაჯერებული და სასარგებლოა..
9. ფერად ბოსტნეულს  (პომიდორი, ბროკოლი, ბადრიჯანი, გოგრა, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ისპანახი, კიტრი) დაზიანებული უჯრედების აღდგენა შეუძლია, რადგან  ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს.
10. ნაკლებცხიმიანი ხორცი რკინისა და თუთიის წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge