ეს რუსი დემაგოგი დედის ნაშობი!

ეს რუსი დემაგოგი დედის ნაშობი!

04.08.2014

მამა ლევანი ეხმიანება რუსეთის პატრიარქის ინტერვიუს  
ეს რუსი დემაგოგი დედის ნაშობი! უსინდისო! რუსი უზურპატორი! მატყუარა! ქრისტეს ცნების მტყუარი! რჯულის კანონის გამყალბებელი! როგორ არ რცხვენია?! უტიფარი!!! 
დააბრუნე ქართველი მოსახლეობა და სამღვდელოება თავის მიწაზე და ყოველი პრობლემა მოგვარდება. მოუწოდე შენს სამწყსო პუტინ-რუსმთავრობას, შეწყვიტოს დაუფარავი აგრესია, შეწყვიტოს სხვა სახელმწიფოს უსამართლო ანექსია და მის ცხოვრებაში ხელყოფა! საკუთარ სამწყსოს მიხედე და ჩვენ მივხედავთ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მიწაზე შემოფარებულ უცხო თესლს, რომელთაც ოდითგანვე ჩვენ ვკვებავდით ქრისტეს ცნებებით. ამის დასტურად კავკასიონის მთებში და ქედს იქით დღემდე დგას ათ საუკუნეზე მეტი ხნის ქართული ტაძრები, რომელთა ისტორიულ წარმომავლობას ვერანაირი კირის ღებვით ვერ დაფარავთ. ქრისტეს რწმენას ამოფარებულო ტირანებო, მირონცხებული მეფე-იმპერატორები სულით და საქმით შორს იყვნენ ქრისტესგან. თქვენ დიდ თვითმპყრობელთ ივანე მრისხანით დაწყებული ნიკოლოზ მეორით დამთავრებულს თქვენივე ეთნიკურად რუსი წმიდანები ამხელდნენ უსამართლო ქმედებებში, ჯვაროსნულ ლაშქრობებად წოდებულთა-"крестовый поход. " რომლით დავიწყო? ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველიდან სერაფიმ საროველით დამთავრებული მკაცრად გახსენებდნენ საღვთო სიტყვას, ამხელდნენ ანექსიის უსამართლობას. თქვენ კი მხოლოდ მათ იმ სწავლებებს წარმოაჩენთ, რომელთა საშუალებით რუსეთი მსოფლიო გადამრჩენად გინდათ დაანახოთ ყველას. ვინ მოტყუვდება იმ თეორიით, რომელიც იმპერიულ პროპაგანდას წარმოადგენს და არა ქრისტეს სახარების დაცვას. საღვთო ნიშნის მიხედვით მოწოდებული პირების წმიდად აღიარების ნაცვლად , თავად შერაცხავთ თქვენს ინტერესში არსებულ სუბიექტბს წმიდანებად. ნუთუ სხვათა დამპყრობელ-აგრესორი ან მაწყევარი შეიძლება ღვთის საყდრის წინაშე სხვათა მეოხად წარმოვიდგინოთ? მეტყვით ისინი მოწამენი არიანო. ამაზე კვიპრიანე კართაგენელის სიტყვას მოგიგებთ: 'მძიმე აღუხოცელი დანაშაული მოწამეობითაც კი ვერ განიწმიდება." (ეპისტოლე ეგვიპტისა და ლიბიის ეპისკოპოსთა მიმართ, არიოზელთა წინააღმდეგ14, გვ-14). თქვენს გარშემო არ დარჩენილა მეზობელი ქვეყანა,სადაც თქვენგან ხელყოფას ადგილი არ ქონია. აღარ ვახსენებ არამეზობელ შორეულ ქვეყნებს. ჩვენი ქვეყნის მაგალითით ვიტყვი: მოხდა ერის და ენის გაყოფა! ხალხის და ეკლესიის ინსტიტუტის განცალკევება. ამას კომუნისტებს ტყუილად ნუ დააბრალებთ, თქვენ ხალხი სხვადასხვა ხერხით შეგნებულად თუ დაუფიქრებლად ეკლესიას დააშორეთ, კომუნისტებმა მხოლოდ თითქმის ცარიელნი დაანგრიეს. მაგალითს შეგახსენებთ: აკაკი წერეთლის მიერ მოთხრობილი იმერეთში სააღდგომო ლიტანიობის დროს დახვრეტილი მრევლის და მღვდლის ისტორიას(სწორედ მეფის რუსეთის დროს). ხელოვნური განყოფა მოახდინეთ საქართველოს ეთნიკურ მოქალაქეთა შორის, რამაც სწორედ თქვენს მიერ აქტიურობით წამოჭრა დღეს არსებული კონფლიქტი!!!! ქართული კუთხეები სხვადასხვა ეთნოსებად წარმოაჩინეთ: აჭარლები, მესხები, ლაზები, ჰერები თათრებად მოიხსენეთ, ჯავახები და ქვემო ქართლელები სომხებად. ამით ხელი შეუწყვეთ რომ ქართველებს შორის რელიგიური და ეთნიკური დაყოფა მომხდარიყო. განა ეს საკმარისი არ არის მწვალებლებად იწოდებოდეთ?! აკი სიტყვა განწვალება სწორედ რომ გაყოფა-განხეთქილებას ნიშნავს! ყოველივე ამის მერე როგორ წარმოაჩენთ რომელიმე მეფეს ან იმპერატორს და პატრიარქ ტიხონს წმიდანად. ერთს არა უღონია საქართველოს და არა მარტო საქართველოს თვითმყოფადობისთვის, პირიქით მისი ერის და სამღვდელოების მიმართვა უგულებელყოფილ იქნა და მისი საუკეთესო წარმომადგენლები ლიკვიდირებულნი, ისე რომ მათი სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა.მათი მკვლელობის გამოძიება მიჩქმალული და იგნორირებული იქნა! მეორემ კი საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიის თვითაღდგინების გამო დაწყევლა. საცა სიყვარულია და საღვთო სიწმიდე იქ წყევა-სიძულვილი ვერ იყოფინ. ქრისტეს სახის წარმომადგენელი მღვდელმთავარი პირიქით იქცევა: "იყვენით უკუე მობაძავ ღრმთისა, ვითარცა შვილნი საყვარელნი და ვიდოდეთ სიყვარულით ვითარცა იგი "(ეფ. 5,12.). "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ" (მთ.5,43.44.48.) ასეთ შემთხვევას ნუ დაუკავშირებთ წმ წერილის სიტყვებს: "არ არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს." პიროვნული მომენტალური ერთჯერადი ცოდვა და ცხოვრების წესი არსობრივად სხვაობს. ან კი დააფიქსირებთ სადმე რომ მან ან რუსეთის ეკლესიამ ეს ქმედება დაგმო და შეინანა? რაღაც არ მსმენია. პირიქით კი აწ უკვე დღევანდელო რუსეთის მამამთავარო, ასეთი სულით რუსი ხალხის იდეოლოგიური მასაზრდოვებელნი შორს ხართ ქრისტესგან. აკი ებსტორფის რუკის მიხედვით ანტიქრისტეს სამშობლო-წარმომშობნი გეწოდებათ. ნუ დამარქმევთ ნეოევროპელს და ამერიკის აგენტს. ტყუილად დაშვრებით. ჩემს გარშემო მყოფებმა კარგად იციან ვისიანი ვარ. მე სულით ხორცით ქართველი ვარ, რომლის დევიზი ასეთია: "ჩვენი თავი, ჩვენადვე გვეყუდნესო". ამერიკა ევროპას რაც შეეხება, ასე გიპასუხებთ: "წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი".საქართველოს ინტერესისთვის თვინიერ ქართველისა არავის უზრუნია. ქრისტე შეკრებს, ანტიქრსტე კი განაბნევს-დაყოფს! შეცვალეთ თქვენეული ხედვა და ქმედება და იქნებით ქრისტეს სიტყვის დარაჯნი. ამის პოტენციალი ნამდვილად გაქვთ. ქრისტეში შეკრიბეთ და არა რუსეთში და მადლი და დიდება მოვა თქვენი. პირნათელნი იყავით და უტიფრად ნუ სცრუობთ! უსმინეთ მართლაც ღვთისგან გამოჩინებულ თქვენივე ერის წმიდანებს. თუ კი არ შეისმენს თქვენი ქვეყნის ხელისუფლება თქვენს შეგონებას, მაშ წარმოჩინდით სიმართლისთვის მებრძოლ და შეწირულ მღვდელმთავრად. ბოდიში მოიხადეთ ამ ინტერვიუსთვის. ამით კი მსოფლიო დააფასებს რუსეთის ეკლესიას თქვენ სარბიელს, როგორც მართლაც სახე ქრისტეს სხეულისა. მე კი უკან წავიღებ სიტყვის დასაწყისში არსებულ ჩემს მომართვას და პატივისცემით ბოდიშს მოვიხდი. ქრისტე იყოს თქვენი შემწე საღვთო გზაზე მავალად და ჩვენი მფარველი თქვენი სისხლიანი ხელებისგან!!!!
მამა ლევანი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge