„ტაქტილური შიმშილისგან“ ჩახუტება დაგვიცავს

„ტაქტილური შიმშილისგან“ ჩახუტება დაგვიცავს

05.08.2014

 ფსიქოლოგების აზრით  ჩახუტება ადამიანებს უსაფრთოხების, სიყვარულისა და კომფორტის განცდას მატებთ. ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერებმა 28 წყვილის ურთიერთობა შეისწავლა. შედეგებმა აჩვენეს, რომ ჩახუტება ჰორმონების დონეს ზრდის, ამცირებს დეპრესიას, მარტოობის შიშს, არტერიული წნევას და შესაბამისად, გულის დაავადებათა რისკს.

ახლობლებს მინიმუმ ორი მიზეზის გამო უნდა ჩაეხუტოთ: პირველ რიგში, იგი ადამიანს თავს დაცულად აგრძნობინებს, და მეორე, ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა ტაქტილურ მოთხოვნილებებთანაა დაკავშირებული.

ადამიანის „ტაქტილურ შიმშილს“ კატის ან ძაღლის შეხებაც კი აკმაყოფილებს. მარტოხელა ადმიანების უმეტესობას შინაური ცხოველი სწორედ იმიტომ ჰყავს, რომ მათ ტაქტილური ურთიერთობა აკლიათ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შეხება:

– დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე;

– ზრდის იმუნიტეტს;

– იზრდება ჰემოგლობინის დონე სისხლში;

– თავის ტვინის ჰიპოთალამუსი სისხლში ოქსიტოცინის ჰორომონს გადაისვრის, რაც ადამიანის განწყობას აუმჯობესებს.

მეცნიერები მშობლებს ურჩევენ რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტონ თავის პატარებს, ეს მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება. ბავშვს, რომელიც ნაკლებ სითბოს იღებს, შესაძლოა ფსიქიკური და გონებრივი პათოლოგიები განუვითარდეს.

ფსიქოლოგები ასევე გირჩევენ მეორე ნახევარს დღეში მინიმუმ ათჯერ მაინც ჩაეხუტოთ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

მომზადებულია presa.ge-ს მიხედვით.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge