ბიზნესზე ზეწოლაზე, ერდოღანზე და ვეფხისტყაოსანზე

ბიზნესზე ზეწოლაზე, ერდოღანზე და ვეფხისტყაოსანზე

05.08.2014

1..ოთხი სხვადასხვა პროფილის ბიზნესში კერძო ფინანასური დავების მოგვარებაში შავი სამყაროს წევრები, ე.წ  "ქურდული სამყაროს ავტორიტეტები" ჩაერთვნენ.

სხვადასხვა ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებს "კომერსანტს" რამდენიმე წყარო უყვება, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანიებთან შეხვედრაზე ბიზნესმენებს სხვადასხვა ჯგუფები წარუდგნენ, როგორც  შავი სამყაროს ავტორიტეტები.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კომპანიებს შორის ვალების საკითხის მოგვარების მიზნით შავი სამყაროს სხვადასხვა წევრებმა ერთ ფინანსურ ორგანიზაციას, ორ სავაჭრო ობიექტს და ერთ რეგიონულ სასტუმროს მიმართეს.

"კომერსანტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია სამინისტროში არ დაფიქსირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თუ მსგავსს ფაქტებს ადგილი ექნება დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამისს განყოფილებებს, რადგან ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.სამინისტროში აცხადებენ, რომ შსს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან აქტიურ ბრძოლას ახორციელებს.

commersant.ge

2. ერდოღანი: მეძახდნენ ქართველს, ბოდიში მომითხოვია და უარესს, სომეხსაც მეძახდნენ

 „მეძახდნენ ქართველს, ბოდიში მომითხოვია, ასევე უარესსაც ამბობდნენ, ისინი სომეხსაც მეძახდნენ, ვამაყობ, რომ თურქი ვარ!“,–ამის შესახებ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა  ტელეკომპანია NTV–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მედიასაშუალებები მის წინააღმდეგ არაერთხელ გაახმოვანეს შეურაცხმყოფელი განცხადებები.

„არც ერთი პოლიტიკოსი არ მოითმენდა ამდენ შეურაცხყოფას, რაც მემოვითმინე. მაგრამ მე ყოველთვის მომთმენი ვიყავი. დაე ყოველმა ადამიანმა დაასახელოს თავი როგორც თურქი, ქურთი, მე კი ვამაყობ, რომ თურქი ვარ“,–განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ, თურქეთში, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში აქტიურად განიხილავენ მის განცხადებებს. თურქული მედიასაშუალებების ნაწილი ვარაუდობს, რომ პრემიერ–მინისტრს განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს. ერდოღანმა საკუთარი განცხადებების გამო ბოდიშები არაერთხელ მოიხადა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, მან ბოდიში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების უხამსი სიტყვებით მოხსენებისთვის ბოდიში მოიხადა.

http://www.epn.ge

3."ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია და სცენაზე დადგმა ჯერ ვერც ერთმა ქართველმა რეჟისორმა ვერ შეძლო, რადგანაც ეს ყველაფერი არც ისე ადვილია... 

ამ საქმეს თანამედროვე ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე შეეჭიდა და შემოქმედებითადაც დიდად აენთო. ამ პროექტისთვის სწორედ ახლა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კადრების გადაღება. Ambebi.ge 

4.ალექსანდრე კახა ლომაია:

"საქართველოს წარსულში საჩიჩქნად ცუდი დროა"

"ფაინენშლ ტაიმსის" სარედაქციო წერილი, 7. 08. 2014

"უპირველეს ყოვლისა, [მიხეილ საასაშვილის] სისხლისსამართლებრივი დევნა გამოიყურება, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება, და არა მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ბარლდებები იმგვარადაა აგებული, რათა ერთის მხრივ "ქართული ოცნების" ძალაუფლება გააძლიეროს და, მეორე მხრივ, დააშინოს ნაციონალური მოძრაობა. სტაბილურობის მოტანის ნაცვლად .... ეს იურიდიული შეტევა ხელს შეუწყობს პოლიტიკური ანგარიშსწორების ციკლის გაგრძელებას. გარდა აიმისა, ამ ბრალდებებით ყურადღება გადააქვთ ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევბიდან, რომლებზეც მმართველი კოალიცია უნდა კონცენტრირდებოდეს ... რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარება ხაზს უსვამს საქართველოს დაუცველობას...[შესაძლო რუსეთის აგრესიის] პირისპირ საქართველო პრაქტიკულად დაუცველია... აშშ და მისი დასავლელი მოკავშირეები სიმპათიით უყურებენ საქართველოს ძალისხმევას გააძლიეროს საკუთარი დამოუკიდებლობა და ააშენოს წარმატებული დემოკრატია. მაგრამ, დასავლეთის სიმპათიები გაცივდება, თუკი საქართველოს მმართველები გააგრძელებენ ბ-ნი სააკაშვილისა და მის მომხრეების დევნას... საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევების პირისპირ, დასავლეთის მთავრობებმა უნდა ურჩიონ საქართველოს მთავრობას, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის უმჯობესი იქნება ერის მომავლისკენ ყურება და არა პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, რომელიც წარსულში ჩიჩქნას მოყვება"

5. "რუსი სამშვიდობოები უკრაინაში - ეს ოქსიუმორონია",  8 აგისტოს განაცხადა უშიშროების საბჭოზე აშშ-ს ელჩმა გაეროში  სამანთა პაუერმა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge