ვაზელისნის გამომგონებელი გრუზინი მეგონა... თურმე, ინგლისელი ქიმიკოსი ყოფილა!

ვაზელისნის გამომგონებელი გრუზინი მეგონა... თურმე, ინგლისელი ქიმიკოსი ყოფილა!

09.08.2014

ვაზელი ინგლისელმა ქიმიკოსმა რობერტ ჩეზბრომ 1859 წელს გამოიგონა. თავდაპირველად პრეპარატი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე გამოსცადა. 

იგი კანზე ჯადოსნურად მოქმედებდა, ჰქონდა დამარბილებელი და დამცავი ეფექტი. მეცნიერი ვაზელინს დამწვარ და დახეთქილ კანზე ისვამდა. 

პრეპარატისთვის თავდაპირველად ”ნავთობის ჟელეს” დარქმევა სურდა, მაგრამ ასეთი სახელით მყიდველს ვერ მიიზიდავდა. ამიტომ ორი სიტყვა - ”ვასერ” (გერმანულად "წყალი") და ”ელაიონ” (ბერძნულად "ზეითუნის ზეთი") - შეაერთა და ვაზელინი დააპატენტა. 

ახლა ვაზელინის დადებითი მხარეები მიმოვიხილოთ, რათა მისი გამოყენება თამამად შეძლოთ. 

* ვაზელინი არბილებს კანს. ამიტომ მისი წასმა დახეთქილ, გაუხეშებულ ქუსლებზე შეგიძლიათ. აგრეთვე, ძილის წინ წაისვით მუხლებისა და იდაყვის გაუხეშებულ კანზე. სხვა კრემებისგან განსხვავებით, ვაზელინი ორგანიზმიდან სითხეს არ გამოდევნის; პირიქით, აკავებს მას კანში. 

* ვაზელინის მეშვეობით, შეძლებთ სუნამოს სუნის გამძაფრებას. ამისთვის, სანამ სუნამოს შეიფრქვევდეთ (ყელზე, მაჯებთან), კანზე თხლად გაისვით ვაზელი. 

* სანამ წარბის კორექციას გაიკეთებდეთ, წარბის ჯაგრისზე გადაისვით ვაზელინი და მიეცით სწორი ფორმა. ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ, თუ თმის დაფიქსირება გაქვთ გადაწყვეტილი. 

* ვაზელი საუკეთესო საშუალებაა მაკიაჟის მოსაცილებლად. ვაზელინს წყალგამძლე კოსმეტიკის მოშორებაც შეუძლია. ამასთანავე, არ აღიზიანებს კანს.

* პილინგისთვის ვაზელინში შეურიეთ მარილი ან ყავისფერი შაქარი. ამგვარი ”სკრაბით” იაფად, ეფექტურად და რბილად შეძლებთ ტანის, სახის პილინგს. 

* მანიკიურის გაკეთების შემდეგ ვაზელინი ხელებზე შეიზილეთ. ასე მანიკიური გაცილებით დიდხანს გაგიძლებთ.

* ტუჩის ბალზამის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ ვაზელინის გამოყენება. ძილის წინ წაისვით ტუჩებზე; დილით დარბილებული და დატენიანებული ტუჩებით გაიღვიძებთ. 

* თუ გაგიღიზიანდათ ცხვირის ლორწოვანი გარსი, დაგეწვათ და დაგისკდათ კანი, თხლად გადაისვით ვაზელინი. 

* ახალგაზრდა დედების საყურადღებოდ: ბანაობისას ბავშვს თვალში შამპუნი რომ არ ჩაუვიდეს, წამწამებზე ვაზელინი გადაუსვით. ვაზელინი დაიცავს ბავშვს ყურში წყლის ჩასვლისგანაც. ამისათვის დამრგვალებულ ბამბას ვაზელინი წაუსვით და ბავშვს ყურებში ჩაუდეთ. ბანაობის შემდეგ კი ყურიდან და წამწამებიდან ვაზელი უმტკივნეულოდ მოაცილეთ. 

* ამბობენ, რომ ვაზელინის მეშვეობით იარების კვალის გაქრობაცაა შესაძლებელი. 
გამოგონებიდან დღემდე ვაზელინის ჯერ არც ერთი უკუჩვენება არ დაფიქსირებულა. ასე რომ, გამოიყენეთ იგი. იაფიცაა და ეფექტიანიც.

http://presa.ge/new/?m=medical&AID=28748



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge