ველა გალფი ბათუმშია

ველა გალფი ბათუმშია

18.08.2014

დღეს, აშშ-ის საზღვაო ფლოტის გემი ველა გალფი ბათუმს ეწვევა!

აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ 18-20 აგვისტოს ბათუმის პორტს ესტუმრება. „ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და საქართველოს დარ პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.

საქართველოში ყოფნისას, „ველა გალფი“ სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს გამართავს, უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, აგრეთვე უმასპინძლებს მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად. „ველა გალფის“ ბათუმში სტუმრობა აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემების წინა ვიზიტების გაგრძელებაა. სტუმრობის მიზანია პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.

„ველა გალფის“ ბაზა ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში მდებარეობს. მას მე-6 ფლოტის მოქმედების არეალში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნებისა და რეგიონში ნატოს ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით მრავალმხრივი როლი აკისრია.

შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

By: US Embassy 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge