მერაბიშვილის და უგულავას საკნებში ტემპერატურა დაახლოებით 45 გრადუსია

მერაბიშვილის და უგულავას საკნებში ტემპერატურა დაახლოებით 45 გრადუსია

23.08.2014

ვანო მერაბიშვილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქველმოქმედო აქციას WeHelp-ს საკნიდან შეუერთდა.
''სიამოვნებით შევუერთდები საქველმოქმედო აქციას და ჩემი ოჯახი აუცილებლად გადარიცხავს შესაბამის თანხას ამიოტროპიული ლატერალური სკლეროზის გამოკვლევებისთვის. რაც შეეხება ცივი წყლის გადასხმას, თითქმის მთელის ზაფხულია, მე და გიგი ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ ჩვენს საკნებში, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 45 გრადუსი არის, თუმცა აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა თუ რამხელა სიკეთეს ჩავდიოდით ამ საქციელით. შესაბამისი კადრები შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან (არ დაგავიწყდეთ, რომ კადრები ყოველ 24 საათში იშლება)'',- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge