ტივოლის პარკი, კოპენჰაგენი, დანია

ტივოლის პარკი, კოპენჰაგენი, დანია

18.09.2014

კოპენჰაგენი - დანიის ისტორიული დედაქალაქი, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში მდებარეობს. ქალაქი  ულამაზესი სანაპირო ზოლებით, ზომიერი კლიმატით, სტუმართმოყვარე ხალხით და უამრავი ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა, ტივოლის ბაღები (Tivoli) — განთქმული გასართობი პარკია კოპენჰაგენში.. პარკი 1843 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა და დღემდე ხელუხლებლად შემორჩენილი უძველესი გასართობი პარკია მსოფლიოში.

გასართობ პარკს თავდაპირველად "Tivoli & Vauxhall" ეწოდებოდა; "Tivoli" პარიზში მდებარე Jardin de Tivoli სახელზე დაერქვა (რომელსაც თავის მხრივ სახელი რომთან მდებარე ტივოლისა ერქვა), და "Vauxhall" -ლონდონში არსებული ვოქსოლის ბაღების სახელზე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge