სოლიდარობა

სოლიდარობა

19.09.2014

ნიკა რურუა: მოვუსმინე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშჩენკოს მთლიან გამოსვლას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და მოვიხიბლე მისი დასმული აქცენტების სიზუსტით, სიმშვიდითა და სიმტკიცით, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ეიოლებოდა ინგლისურ ენაზე უკრაინის მომავლისათვის ამ უკიდურესად მნიშვნელოვანი სიტყვის წარმოთქმა. მიუხედავად ამ სირთულისა, პრეზიდენტმა პოროშჩენკომ მოახერხა აუდიტორიასთან ემოციური კავშირის დამყარება, რაც გამოიხატა მსმენელთა ხანგრძლივი ოვაციებით და უამრავი (!) ფეხზე წამოდგომით, რაც იყო ლამაზი და არაორაზროვანი ნიშანი ამერიკელთა სოლიდარობისა უკრაინის მიმართ მისი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საქართველოც არაერთხელ ახსენა უკრაინის პრეზიდენტმა, როგორც ამ ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე და უკრაინის მოკავშირე.

რა სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სამარცხვინოდ პასიურობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს და გულით თანაუგრძნობს მის მოკავშირესა და მეგობარს.

სლავა უკრაინე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge