21 სექტემბერს, 12:00 საათზე საქართველოში ერთობლივი ლოცვა ჩატარდება

21 სექტემბერს, 12:00 საათზე საქართველოში ერთობლივი ლოცვა ჩატარდება

20.09.2014

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვის კურთხევას აძლევს, - ამის შესახებ საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამია.
განცხადების ტექსტი საპატრტიარქოში ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. მასში აღნიშნულია, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევაა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. 

"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: 
"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!". ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. 

21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

კარიბჭე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge