ფორმისა და შინაარსის შესაბამისობაში მოსაყვანად, ამიერიდან 1 ოქტომბერს ეწოდოს 1 აპრილი

ფორმისა და შინაარსის შესაბამისობაში მოსაყვანად, ამიერიდან 1 ოქტომბერს ეწოდოს 1 აპრილი

22.09.2014

1.ალექსანდრე კახა ლომაია: ფორმისა და შინაარსის შესაბამისობაში მოსაყვანად, ამიერიდან 1 ოქტომბერს ეწოდოს 1 აპრილი.

2. საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი რეალობას” წევრები, რომლებიც მსვლელობას ქუთაისიდან თბილისამდე აწყობენ, 2014 წლის 20 სექტემბერს 17 საათისთვის უკვე გორთან იქნებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს. ახალი მოძრაობის წევრები ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.როგორც ორგანიზაციის ლიდერი მერაბ შათირიშვილი ამბობს, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, რადგან “ოცნების” ხელისუფლებამ მოსახლეობას მოლოდინები გაუცრუა.“ვაპროტესტებთ “ოცნების” ხელისუფლების მუშაობას. თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისიდან თბილისამდე ფეხით ჩავალ, 23 სექტემბერს კი საქართველოს მთავრობის სახლის წინ ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთ,”–განაცხადა მერაბ შათირიშვილმა.

By: qartli.ge

3. ნიკა გვარამია: სინამდვილეში, კვესიტაძის გადაცემამ კი არ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე, არც იმან, რომ სკანდალის გადასაფარად კასრიდან მეგის ქარდავას დღიურს მისი ქორწილის კასეტა ამოაყოლეს. მთავარი ის ხალხია, ვინც გუშინდელ კვესიტაძეს არ იმჩნევს და მეგისის ქორწილის კასეტაზე ვიშვიშებს. უფრო მეტი მარგინალიზაცია ვერ წარმომიდგენია

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge