ვიქტორია ბეკჰემის ახალი წარმატება

ვიქტორია ბეკჰემის ახალი წარმატება

27.09.2014

ნანა ჯანაშია

პირველი კოლექცია 2009 წელს გააკეთა, ახლახან კი, ვიქტორია ბექჰემმა ლონდონში, დოვერის ქუჩაზე,  ტანსაცმლის მაღაზია გახსნა.  მის კაბებს იცვამენ მადონაჯენიფერ ლოპესიდემი მურირიანა , თავად ვიქტორია და სხვები. ვიქტორიას მაღაზიაში მაღალი ფასები და ყველაზე ელეგანტური სამოსი დაგხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოცნებობდა დიზაინერი გავმხდარიყო "სპაის გერლზის" მომღერალი გახდა.  მუსიკა მისი წარსულია, გემოვნებით ჩაცმისა და მოდური ტანსაცმლის შექმნა კი მისი დღევანდელობა და ალბათ მომავალიც.

ვიქტორიას მოდის გარდა  უყვარს ქმარი და ამბობს: "ხშირად, როცა დილით ვიღვიძებ და ჩემ გვერდით დევიდს ვხედავ, მაშინვე სასიამოვნო განწყობაზე ვდგები. ღმერთს მადლობას ვწირავ იმისათვის, რომ ასეთი კარგი ადამიანი მარგუნა. ის ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება. დევიდი ჩემი მონათესავე სულია, მის გვერდით თავს აბსოლუტურად ბედნიერად ვგრძნობ".  და კიდევ: სიბერე  არ აშინებს, რადგან მისი ცხოვრების საუკეთესო მამაკაცის გვერდით ბერდება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge