ჩვენ მაინც ვიფრენთ!

ჩვენ მაინც ვიფრენთ!

28.09.2014

დღეიდან, ვერცერთი უცხოური  ავიაკომპანია საქართველოში ვერ შემოვა და  აქედან  ფრენების განხორციელებას ვერ შესძლებს. მთავრობამ ახალი მორატორიუმი დააწესა და ავიაკომპანიებისთვის ლიცენზიების გაცემა შეწყვიტა. ასეა ბატონებო, რუსების გარდა სხვა უცხოელები საქართველოში არ უნდათ ( წელს ბათუმში ვისვენებდი და თავი რუსეთში მეგონა. ამ ენაზე მოსაუბრეთა შორის აღმოვჩნდი მთელი 10 დღე. იმ სახლის დიასახლისი კი, რომელშიც ოთახი გვქონდა ნაქირავები, თავის მდგმურ რუს ქალებს შუაღამისას ხან ხის ძირში პოულობდა, ხანაც  ბუჩქის... ჩემს კითხვაზე, რად ეძიძავებითმეთქი?! მპასუხობდა,  კარგად მიხდიანო...).   უცხოელებს ვიზების მიღებას ურთულებენ,  არც ჩვენი გაშვება უნდათ საზღვარგარეთ!  აქ დარჩენილთ კი - უმუშევრობით, უხელფასობით, უწამლობით (აფთიაქში, რომ კვდებოდე ურეცეპტოდ წამალს არ მოგვცემენ!) ამოხოცავენ... გადარეჩენილებს  - უპრობლემოდ აქცევენ რუსეთის გუბერნიის ბინადრებად .  მთავარია „ვერხუშკა“ იყოს უშიშრად და იმედიანად, არავინ უსმენდეს და აწუხებდეს მათ... ხალხი რომ ზედმეტი ბარგია, ეს აშკარაა!  ამდენი გაჭირვებულის თმენა-სმენას  - მათი გაწყდომა ურჩევნიათ!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge