პოლონეთის საკონსულომ აფხაზებს სამართლიანი უარი უთხრა

პოლონეთის საკონსულომ აფხაზებს სამართლიანი უარი უთხრა

04.10.2014

რამდენიმე თვის წინ აფხაზი ჟურნალისტები ჩეხეთში არ შეუშვეს, ახლა კი, აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლონეთის გრეშეც დატოვეს. ისინი, ვარშავაში, ეუთო-ს არასამთავრობო სეგმენტის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდნენ. შენგენის ვიზის მისაღებად  მოსკოვში არსებულმა პოლონეთის საკონსულომ მათ სამართლიანი უარი უთხრა და თბილისში გადაამისამართა.

ჩიორა თაქთაქიშვილი: დიდი მადლობა პოლონეთს! როდესაც საკუთარი მთავრობა არ რეაგირებს, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების კანონის შეცვლასაც კი ბედავს, ოღონდ რუსეთს როგორმე ასიამოვნოს, კარგია, რომ ასეთი მეგობრები გვყავს!! დღეს რეალურად ისინი იცავენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს!!!

 აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას აფხაზური სამოქალაქო სექტორის აქტივისტებისთვის უარის თქმის შესახებ, განვიხილავთ, როგორც დისკრიმინაციას და ევროპული ფასეულობებისა და საღი აზრის საწინააღმდეგო მოქმედებას. საკონსულოს თანამშრომლებმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ დამცინავად ურჩიეს აფხაზეთის წარმომადგენლებს, "ვიზებისთვის თბილისს მიმართონ". ეს სამარცხვინო ფაქტი საქართველოსა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ აფხაზეთის საზოგადოების იზოლაციის სქემაში ეწერება", - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 P.S. ძვირფასო ქართველებო,  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მადლობა უთხრათ პოლონელებს! გთავაზობთ მოსკოვში პოლონეთის საელჩოს და საკონსულოს ტელეფონებს და ფაქსს:

+7 495 231 1500

+48 22 3978350

+48 22 3978351


ფაქსი:
+7 495 231 1515
+7 495 231 1535
+7 495 254 2286


e-mail:

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო:
moskwa.amb.sekretariat@msz.gov.pl

პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება

moskwa.amb.konsulat@msz.gov.pl

პოლონეთის საელჩოს მისამართი:
115127 Москва, ул. Климашкина, 4

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge