"ანსამბლ პესნი ი პლიასკი" ვართ, 4.4 მილიონიანი

"ანსამბლ პესნი ი პლიასკი" ვართ, 4.4 მილიონიანი

05.10.2014

თენგო გოგოტიშვილი:

1.ეჰ, ნეტავ სტრასბურგშიც მე წავსულიყავი და ის წყეული სიტყვა მე წამეკითხა ჩემი ინგლისურით, კი მოვასწრებდი გაეროს სესიიდან უკანა გზაზეო – გაიფიქრა, როდესაც დავოსისთვის ჩემოდნის ჩალაგებას შეუდგა...

2.მესამედ რომ მოვუსმინე და მაინც ვერ გავიგე, საჯაროდ ვკითხულობ: რას ნიშნავს ფრაზა "ფაქ დი ჩეარმენ ოფ დი საფრიმ ქოურთ"?  რა შეიძლება იგულისხმებოდეს ან ქართულად,. ან ინგლისურად? აღარ ვკითხულობ, ევროსაბჭოს დეპუტატმა ნეტავ, როგორ გაიგეს–მეთქი?!

3.მთავრობამ დათვების დახოცვის შესახებ განკარგულება გასცა.კივილი ევროსაბჭოში: "გავერმენთ ქილს აურ ბეარზ, ფიიიიიიფალ!"

4. დიდი "ანსამბლ პესნი ი პლიასკი" ვართ, 4.4 მილიონიანი. სოლნიშკო ი ვინო! მგონი, გვყოფნის ეს როლი და მეტზე არც ვიქაჩებით

5.და ახლა ჩვენ გვინდა რუსებს დავუმტკიცოთ, რომ კავკასიელები ვართ და სისხლის აღების ტრადიცია მოგვდგამს?

6.არადა, ე დედააფეთქებული, მახსოვს პავლიაშვილი, მუხლებზე დამხობილი იურმალას სცენაზე, "სამშობლოს" რომ მღეროდა 9 აპრილიდან ორ თვეში. მახსოვს! მახსოვს, თავის შვილს როგორ ამღერებდა იგივე "სამშობლოს". 
და ისიც მახსოვს, ის შვილი შემდეგ მოსკოვში სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში რომ შეიყვანა. ნეტავ აღარ მახსოვდეს!

7.გაიგეთ? იერუშალაიმობას აღნიშნავენ ღაზაში! ანსამბლი "ბენგურიონი" უკვე გაემგზავრა სექტორში. არაბი მაყურებელი ოვაციით შეხვდა მოძმეთა გამოსვლას, საღამოს ბოლოს ერთობლივად შესრულდა "ჰავა ნაგილა"

8. "მასლენიცას" თბილისში ჩატარებაში პრობლემას ვერ ვხედავ – მაგას აქ ყველიერი ეწოდება და 20 საუკუნეა ტარდება. 10 საუკუნიტ მეტი, ვიდრე ღრუსეთში. პრობლემა ისაა, რომ ახლა პირში ყ(ვე)ლის ჩადებას მოსკოვის მერია გვიპირებს.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge