რჩევები სიყვარულზე პოლიტიკით დაღლილთათვის

რჩევები სიყვარულზე პოლიტიკით დაღლილთათვის

05.10.2014

1 – მუდამ ერთად – შეყვარებულ მამაკაცს სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ საყვარელ ქალთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.
2 – საზოგადოებაში სიყვარულის გამომჟღავნება – ძალიან ბევრი მამაკაცი საზოგადოებაში საკუთარი გრძნობების გამომჟღავნებას ერიდება. არ არის აუცილებელი კოცნების წვიმა დააყაროთ, მაგრამ ხელის ჩაკიდება, ან გადახვევა ნორმალურია. თუ ჯიბეში ხელებჩაწყობილი დადის თქვენს გვერდზე, ეს სიყვარული არ არის.
3 – ვალდებულებები – მამაკაცს თუ უყვარს, ქალს არ დაკარგავს. ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბევრ დათმობაზე წავა. თუ მამაკაცს გოგონათან სამომავლო გეგმები აქვს, ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას არ მოერიდება.
4 – ზრუნვა – როდესაც მამაკაცს უყვარს, ყველაფერს გააკეთებს რომ მან თავი განსაკუთრებულ ქალად იგრძნოს. შეყვარებულმა მამაკაცმა იცის რა უყვარს და რა უხარია მას!
5 – ახლობლებთან წარდგენა – შეყვარებულებს სურვილი უჩნდებათ საკუთარი ბედნიერება ხვებსაც გაუზიარონ. როგორც წესი, ძლიერი სქესის წარმომადგენელი ოჯახის წევრებს „უბრალო გამვლელს“ არ გააცნობს.
6 – პირველი ადგილი – როდესაც მამაკაცი შეყვარებულია, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება.
7 – „როგორც მას“ – თუ უყვარხართ, ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც თქვენ გინდათ და გიყვართ. შეიძლება თქვენს გამო იოგას ვარჯიშებზეც კი იაროს.
8 – სამომავლო გეგმები – მამაკაცმა აუცილებლად უნდა გასვას ხაზი საერთო მომავალს. თუ საუბრისას ახსენებს ქორწინებას, საერთო შვილებს ან სახლს, შეგიძლიათ თავდაჯერებული იყოთ.

By: presa.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge