გადამალეთ ქალები!

გადამალეთ ქალები!

20.10.2014

რომან გოცირიძე

წინა ხელისუფლების დროს, რაღაც მომენტში ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე " სპიკერი" ქალი იმდენად აუტანელი გახდა, რომ საზოგადოებას მათი ეკრანზე გამოჩენისას ელეთ- მელეთი ემართებოდა. მიზეზი მათი როლი იყო: ყველაფრის გამართლება, შავის თეთრად წარმოჩენა, მოკლედ, თვალებში ნაცრის შეყრა. 
ბოლოს ეკრანებიდან გადამალეს. ერთი-ორი იმის მერე არც კი გამოჩენილა.
დემაგოგი კაცები ბევრად რომ სჭარბობენ ქალებს, ყველასთვის ნათელია. მაშინ რატომ აღიქმება ქალების სისულელე უფრო მწვავედ, ვიდრე კაცების? 
ალბათ იმიტომ, რომ ისინი ცოტანი არიან პოლიტიკაში. აქ უკვე ბაზრის კანონი ერთვება: რაც იშვიათია, "ძვირად" ფასობს!
შეძლებს კი ოცნების უმრავლესობა მათ გადამალვას?!

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge