მასალა უსუფაშვილის ხელმოწერით Agenda.ge-მ მიაწოდა New York Times-ს

მასალა უსუფაშვილის ხელმოწერით Agenda.ge-მ მიაწოდა New York Times-ს

24.10.2014

Agenda.ge-ს მთავარი რედაქტორის, ნატა ამაღლობელის თქმით, Agenda.ge-ს ფული არ გადაუხდია იმ სტატიის გამოქვეყნებაში, რომელიც გამოცემას დავით უსუფაშვილმა მიაწოდა და შემდგომ International New York Times-ის სარეკლამო გვერდზე დაიბეჭდა.

როგორც ნატა ამაღლობელმა „ლიბერალს" უთხრა, Agenda.ge მხოლოდ სტატიის კონტენტზე და მის მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი, ფინანსური მხარე კი მას არ ეხება.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ ვინ მოაგვარა ფინანსური მხარე, ამაღლობელი პასუხობს, რომ ის „სხვამ" მოაგვარა.

„სხვამ მოაგვარა, ჩვენ არა. ვფიქრობ, არ იქნება სწორი, ეს ინფორმაცია გითხრათ. ასე ვთქვათ, ჩვენ არამარტო ამ გამოცემას მივაწოდეთ ეს მასალა. მთელი ეს მოლაპარაკებები შიდა საქმეა", - უთხრა ნატა ამაღლობელმა „ლიბერალს“.

Agenda.ge-ს მთავარი რედაქტორის თქმით, არსად არ არის დადასტურებული, რომ მასალის გამოქვეყნებაში 75 000 ევროა გადახდილი. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეყრდნობა Price list-ს, რომელიც ამ გამოცემას აქვს. ვფიქრობ, არაპროფესიონალური იქნება, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთში ავურიოთ" - ამბობს ამაღლობელი.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი სტატიის გამოქვეყნებაში არ დახარჯულა და ამის გადამოწმება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სახელმწიფო სახსრების მოძრაობა გამჭვირვალეა.

„ლიბერალის“ თხოვნაზე, დააკავშიროს ფინანსურ მხარეზე პასუხისმგებელ პირთან, ამაღლობელმა თქვა, რომ ამას ვერ გააკეთებს, რადგან თვითონაც არ იცის, ვინ აგვარებდა ფინანსურ მხარეს.

By: liberali.ge

P.S. კონტენტი ანუ მასალის შინაარსი, შიგთავსი.

გიორგი მაღულარია: თოვლის ბაბუამ დააფინანსა ალბათ...

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge