"ქვეყნის მომავალი საფრთხის ქვეშაა"

"ქვეყნის მომავალი საფრთხის ქვეშაა"

05.11.2014

შვედეთის საგარეო საქმეთა  ყოფილი მინისტრის კარლ ბილდტის შეფასებით, "საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია - ალასანიაზე თავდასხმა და თანამდებობიდან გათავისუფლება". როგორც ბილდტმა Twitter-ზე დაწერა, "ქვეყნის მომავალი საფრთხის ქვეშაა".

შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ასევე მოიყვანა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ციტატა, რომ "ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით უნდა იმართებოდეს და არა კულუარებიდან".

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გუშინ გადააყენა. იქამდე, ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე.

ალასანიას გადაყენების გამო, პოსტი დატოვა ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც. 

By: tabula



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge