ზალდასტანიშვილმა და მანაგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადეს

ზალდასტანიშვილმა და მანაგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადეს

11.11.2014

ავსტრიაში საქართველოს ელჩმა , კოტე ზალდასტანიშვილმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი მანაგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას "დამოუკიდებელ ექსპერთა კლუბის" ხელმძღვანელი, სოსო ცისკარიშვილი ავრცელებს და აცხადებს, რომ ამის მიუხედავად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილი კადრების ნაკლებობა არ არის. 
"ეს არის ჩემი ანალიზი, ალასანიას შემთხვევის მსგავსად, ჩემთვის ჩიტს ჯერ ამბავი არ მოუტანია. თამარ ბერუჩაშვილი, შეიძლება მოვიაზროთ ყველაზე მდიდარი ბიოგრაფიის მქონე დიპლომატად ევროპული მიმართულებით. მე მას ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ ის უფრო ადრე დაკავდა ევროპული პრობლემებით, ვიდრე შუმანი გადაწყვეტდა ევროკავშირის შექმნის იდეის წარმოჩენას. მას უდიდესი გამოცდილება და მაღალი ავტორიტეტი აქვს ევროკავშირის სხვადასხვა თაობის ხელისუფლებაში. მას ეს ძალუძს, რამდენად მოქნილი პოლიტიკოსი იქნება, ჩემთვის უცნობია, რადგან როგორც პოლიტიკოსს, მას არ ვიცნობ", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

By: pirveliradio

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge