პატიმრების წამება საბჭოთა სისტემის რეპრესიული გადმონაშთია

პატიმრების წამება საბჭოთა სისტემის რეპრესიული გადმონაშთია

21.11.2014

ნიკა რურუა

პატიმრების წამება საბჭოთა სისტემის რეპრესიული გადმონაშთია. ჯაჭვებით პატიმრების დაბმაც წამებაა. ალკოჰოლის ციხეში შეღწევა კი სისტემის სრული მოშლის ნიშანი. 
პატიმარსა და ბადრაგს შორის ბუნებრივი კონფლიქტი არსებობს: მათ ერთმანეთი ბუნებრივად სძულთ, და ამ ორი მხრიდან, რომელსაც ზედმეტი ძალაუფლების ხელში ჩაგდება შეეძლება, აუცილებლად გამანიაკდება. ამიტომაც აუცილებელია ამ სისტემის მკაცრი მონიტორინგი გარედან არაპოპულისტი და ჯანსაღი ორგანოების მიერ. 
დღეს კი ყველა რეპრესიული ინსტრუმენტები დაიტოვა ხელისუფლებამ - სწორედ ის ინსტრუმენტები, რისი გაუქმების დაპირებითაც მოვიდა "ოცნების" ხელისუფლება: მოწმის არა სასამართლოში, არამედ პოლიციაში დაკითხვის წესი; სატელეფონო მოსმენები; და წამება ციხეებში როგორც ადმინისტრაციის, ისე გავლენიან-პრივილეგირებული პატიმრების მიერ.
ასე რომ, "სისტემის დანგრევის" მსურველები ამაოდ დაშვრენ. არაფერი არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა და დამძიმდა. სამწუხაროდ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge