ხეპრეები ვერ გაბრწყინდებიან...

ხეპრეები ვერ გაბრწყინდებიან...

06.12.2014

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე

დღეს საზოგადოებას უამრავი საფიქრალი გაუჩინა ხელისუფლებამ. ზოგს ლარის კურსის ვარდნა აწუხებს, ზოგს გაზრდილი კრიმინალი, მავანთ კი საქართველოს გაუგებარი საგარეო კურსი. მე კი სულ სხვა საკითხი მაწუხებს. ის რომ ქართველების უდიდესი ნაწილი დაკომპლექსებული ხეპრეების ნახირია. განსაკუთრებით მისი სოციალურად უზრუნველყოფილი და გამაძღარი ნაწილი, თუმცა უმსგავსოები გაჭირვებულებშიც ბევრია. ამას დღის განმავლობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავ. ქუჩაშიც, მაღაზიებშიც, სახელმწიფო სტრუქტურებშიც. დღეს მაგალითად ჩემი მანქანა ვაკეში ორმა ძვირადღირებულმა ავტომობილმა ისე დაბლოკა, რომ გამოსვლა ვერაფრით მოვახერხე. 15 წუთი ვასიგნალე და ბოლოს იქვე მაღაზიიდან ორი ადამიანი გამოვიდა, ერთი 70 წლისა იქნებოდა, მეორე ორჯერ უფრო ახალგაზრდა. მშვიდად წავიდნენ თავიანთი მანქანებისაკენ და ჩემი აღშფოთება უყურადღებოდ დატოვეს. არც ბოდიში, არც უხერხული ღიმილი, არანაირი რეაქცია. ბოლოს უფრო ახალგაზრდა მომიტრიალდა და მითხრა "რა იყო ? შორს ხომ არ წავიდოდიო". სახტად დავრჩი, ვერც ვეღარაფერი ვთქვი. თურმე იქით უნდა მომებოდიშებინა.

ჰოდა ღვთისმშობლის წილხვედრის უწიგნურო და ხეპრე მოსახლეობავ, არც ლარი გაგიმყარდებათ, ვერც კრიმინალს აჯობებთ და საერთოდაც ვერ გაბრწყინდებით იმიტომ, რომ ხეპრეები ხართ და დაკომპლექსებულები. გგონიათ ვინმეს რომ ბოდიშს მოუხდით ამით გვარიშვილობას წაგართმევენ. რა უნდა წაგართვან რაც არ გაგაჩნიათ ? ღიმილი მაინც ისწავლეთ თქვე უდღეურებო რომ დადიხართ დაბღვერილი სიფათებით. ნეტავი ვის აშინებთ? თუ მოძღვარმა აგიკრძლათ ზედმეტად მხიარულება? ჰოდა უბღვირეთ ასე ერთმანეთს და ელოდეთ პერსონალურ მესიას, ქვეყანას რომ გაგიბრწყინებთ.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge