ტესტის მიხედვით 94 წლამდე ვიცოცხლებ! გაიგეთ თქვენც...

ტესტის მიხედვით 94 წლამდე ვიცოცხლებ! გაიგეთ თქვენც...

06.12.2014

თუ არ გეშინიათ და გინდათ გაიგოთ რამდენ ხანს იცოცხლებთ - უპასუხეთ 12 კითხვას! საწყისი რიცხვია 72, რომელსაც  მითითებული ქულები გამოაკლოთ ან უნდა  მიუმატოთ.

1) ქალები მამაკაცებზე საშუალოდ 7 წლით მეტს ცოცხლობენ. ასე რომ, 72-ს მიუმატეთ 4. 

2) თუ მილიონიან ქალაქში ცხოვრობთ, გამოაკელით 2. 

3) თუ ცხოვრობთ დასახლებულ პუნქტში, რომლის მოსახლეობაც 10 ათას კაცს შეადგენს, მიუმატეთ 2. 

4) თუ კვირაში ხუთჯერ ნახევარ საათს მაინც ვარჯიშობთ, მიუმატეთ 4 წელი, თუ ორი-სამჯერ, მაშინ 2. 

5) თუ გათხოვილი ხართ ან დაქორწინებას აპირებთ, მიუმატეთ 5 წელი, თუ არა, 25 წლიდან მოყოლებული, ყოველ 10 წელიწადზე გამოაკელით თითო წელი. 

6) დღე-ღამეში ათ საათზე მეტი თუ გძინავთ, 4 გამოაკელით, თუ 7-8 საათი, არაფერი გამოაკლოთ. 

7) თუ ცუდად გძინავთ, გამოაკელით 3 წელი. 

8) ფიცხი და აგრესიული თუ ხართ, კიდევ 3 წელი გამოაკელით; მშვიდი და გაწონასწორებული თუ ბრძანდებით, მაშინ მხოლოდ - 2. 

9) თუ ბედნიერი ხართ, მიუმატეთ 1. თავს თუ უბედურად გრძნობთ, გამოაკელით 2. 

10) თუ გამუდმებით არ გყოფნით ფული და ზედმეტი შემოსავლის ძებნაში ხართ, გამოაკელით 2. 

11) საშუალო განათლება თუ მიიღეთ, მიუმატეთ 1, თუ უმაღლესი - მაშინ 2, ხოლო პენსიაზე მყოფებმა - 3. 

12) თუ თქვენმა ბებიამ ან ბაბუამ 85 წლამდე იცოცხლა, 2 წელი მიუმატეთ, თუ ორივემ ამ ასაკს მიაღწია - 4 წელი. თუ ერთ-ერთი მათგანი ინსულტისგან, ინფარქტისგან ან სიმსივნისგან გარდაიცვალა, მაშინ 3 წელი გამოაკელით.

რიცხვი, რომელსაც მიიღებთ, იმ  ასაკსზე მიგანიშნებთ, რომელსაც მიაღწევთ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge