განწყობისა და გახდომის დილის წესები

განწყობისა და გახდომის დილის წესები

06.12.2014

გთავაზობთ პრესა.ჯი-ს მიერ  მოწოწოდებულ დილის წესებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დადებითი განწყობის შენარჩუნებასა და ამავდროულად, გახდომაში დაგეხმარებათ.

გააკეთეთ „აჭიმვები“ ლოგინიდან აუდგომლად

გაღვიძებისთანავე ნუ იჩქარებთ ლოგინიდან ადგომას. ცოტა ხნით მოდუნდით და წამოდგომამდე რამდენიმე ვარჯიში გააკეთეთ:

- დაწექით ზურგზე, შეკარით ხელები და ასწიეთ რაც შეიძლება ზევით, ხოლო დაწყვილებული ფეხები - რაც შეიძლება ქვევით.

- დაწექით მუცელზე, ხელები დაალაგეთ თავის გასწვრივ და აიწიეთ წელით რამოდენიმეჯერ.
ეს ვარჯიში სამ წუთზე მეტს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ ხელს შეუწყობს თქვენს ენერგიულობას მთელი დღის განმავლობაში.

მიირთვით წყალი უზმოზე

თუ თქვენ პერიოდულად მაინც მიიღებთ მინიმუმ 150 გრ. თბილ წყალს უზმოზე, სამუდამოდ დაივიწყებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. ამ მეთოდით, თქვენი საჭმლისმომნელებელი სისტემა, პრაქტიკულად, საათობრივ თვითწმენდაზე გადავა, ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია წონის დაკლების დროს. მნიშვნელოვანია! წყალი შეათბოთ 40 გრადუსამდე, უმჯობესია, თუ მასში მცირეოდენ ქატისაც შეურევთ.

სინათლე - სიცოცხლის წყარო.

მეცნიერების მტკიცებით, არასაკმარისი სინათლე ხელს უწყობს შიმშილის ჰორმონების წარმოქმნას, ამიტომ ეცადეთ დილა მეტი სინათლით დაიწყოთ, რითაც ხელს შეუწყობთ ნივთიერებათა ცვლას.

გაასეირნეთ ძაღლი

იმ შემთხვევაში, თუ არ გყავთ ძაღლი, გააკეთეთ რამდენიმე კარდიო- ვარჯიში. რადგან საუზმემდე ვარჯიში ხელს უწყობს ორგანიზმს გამოიმუშოს და გამოიყენოს კიდეც არა დამატებითი, არამედ საკუთარი ენერგორესურსები.

კომპლექსური ნახშირწყლები + ცილოვანი პროდუქტები

საუზმე - ეს საკვების მიღების მთავარი დროა, რადგან სწორედ საუზმიდან იღებთ მთელი დღის ენერგიას. აუცილებელია, დილიდან ცილოვანი პროდუქტების მიღება, რადგან ის მთავარი საშენი მასალაა ორგანიზმისთვის, ხოლო ნახშირწყები ენერგიულობაში დაგეხმარებათ.

სასურველი საუზმე:

- 100 გრამი ჰერკულესის ფაფა
- 100 გრამი უცხიმო ხაჭო

რაც შეეხება სასმელს, უმჯობესია, თუ დილას მცენარეული ნაყენის მიიღებით დაიწყებთ და ამისთვის სმაროდინას, ან მოცხარის ფოთლების ჩაის მიირთმევთ. აღნიშნული ნაყენები კარგია ორგანიზმიდან შლაკების გამოსადევნად და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად.

თან წაიღეთ სადილი

თუ თქვენ წონის დაკლება გადაწყვიტეთ, ნუ დაიზარებთ სადილის მომზადებას შემდეგი დღისთვის. გაიყოლეთ გრეჩიხა, ყველი, ან მოხარშული ქათმის ხორცი.

გულდასმით გაიხეხეთ კბილები

შეიძლება ეს არარეალობად მოგეჩვენოთ, მაგრამ კარიესული ბაქტერიები გარკვეულ ზეგავლენას ახდენს წონაზე. ამიტომ, გულდასმით გაიხეხეთ კბილები და გახსოვდეთ, ეს პროცესი 3 წუთზე ნაკლები არ უნდა გრძელდებოდეს.

გაითვალისწინეთ, ეს ყველაფერი ცხოვრების ჯანსაღი წესის შემადგენელი ნაწილია.

 

 

 

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge