შეკითხვა არ მოეწონათ და ჟურნალისტები ჩაკეტეს...

შეკითხვა არ მოეწონათ და ჟურნალისტები ჩაკეტეს...

07.12.2014

სკანდალი გრიგორი ლეპსის კონცერტზე. პუტინზე დასმული შეკითხვის გამო, კომპანია „ტრიდე პრომოუშენის“ ხელმძღვანელმა ლეილა ასლანიკაშვილმა „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი თითქმის 2 საათის განმავლობაში ჩაკეტა. მათ მობილურები ჩამოართვა და დაემუქრა რომ სამსახურიდან გაყრიდა მათაც და მათ უფროსსაც. ინციდენტის შემდეგ სპორტის სასაცხლეში მაესატროს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი მივიდა, რომელმაც საპატრულო პოლცია გამოიძახა. პოლიციამ აქტი შეადგინა, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ და ამ დროისთვის მაესტროს გადამღები ჯგუფი დაკითხვაზე იმყოფება. ჯერჯერობით არ დაიკუთხავთ თავად ასლანიკაშვილი. შეგხასენებთ, რომ გრიგორი ლეპსს კონცერტი ჰქონდა სპორტის სასახლეში, რომლის მიმდანერობისას სასახლის წინ საპროტესტო აქცია  გაიმართა. საზოგადოების ერთმა ნაწილმა პუტინის მხარდამჭერი მომღერლის თბილისური კონცერტი გააპროტესტა. via: pirveliradio

ამ წუთებში სპორტის სასახლესთან გრეგორი ლეპსის კონცერტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პუტინის მხარდამჭერი მომღერლის კონცერტი საქართველოში არ უნდა ტარდებოდეს, რადგან ეს რუსული პროპაგანდაა.

„არა ოკუპანტის კონცერტს“, „ნუ გაყიდი საქართველოს“, - ამ შინაარსის ტრაფარეტებით აქციის მონაწილეები კონცერტზე მისულებს დახვდნენ. მათ სირცხვილის კორიდორში გავლაც მოუწიათ.

ლეპსი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გულშემატრკივარია და თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც რუსულ ჟურნალს მისცა, ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი.

 

კონცერტზე დამსწრე მოქალაქეებმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ისინი პოლიტიკას და ხელოვნებას ერთმანეთში არ ურევენ. via: rustavi2



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge