სასიძოსგან მოითხოვეთ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ! ფორმა N IV-100ა."ფსიქო".

სასიძოსგან მოითხოვეთ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ! ფორმა N IV-100ა."ფსიქო".

08.12.2014

შსს-მ ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1973 წელს დაბადებული ელიმხან ე. დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლის, 1973 წელს დაბადებულ მელეიქა გ-ს მოკვლა სცადა, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც მეუღლეს თავისი კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა. მელეიქა გ. ადგილზე გარდაიცვალა. 

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). via:tabula

P.S. მშობლების საყურადრებოდ: სასიძოსგან მოითხოვეთ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ! ფორმა N IV-100ა."ფსიქო". პატივისცემით: Palimfsesti.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge