საქართველო ცვალებად მსოფლიოში Georgia in the Contested World

საქართველო ცვალებად მსოფლიოში Georgia in the Contested World

09.12.2014

ნანა ჯანაშია

დღეს, თსუ-ში,  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო თანამედროვე ცვალებად მსოფლიოში“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების შედეგების წარდგენა.

კონფერენციაზე  განიხილეს შემდეგი საკითხები: რა ადგილი უკავია საქართველოს თანამედროვე ცვალებად მსოფლიოში; გლობალიზაციის კონტექსტში საქართველოს პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარება; სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა; უსაფრთხოება და იდენტობების ტრანსფორმაცია; საერთაშორისო ცვლილებების ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ღირებულებებზე.

კონფერენცია ორდრიანია და მიეძღვნა საქართველოსათვის აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული უახლესი აკადემიური და გამოყენებითი  კვლევების პრეზენტაციას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: მაუნტ ჰოლიოკ კოლეჯის, ბარის, ტალინის,ლუბლიანას, ზაარლენდის, ოქსფორდის, ვესტმინსტერის, ჰარვარდის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო  და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.    



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge