კორუფციას უკრაინულის მცოდნე ექიმი ვერ დაამარცხებს

კორუფციას უკრაინულის მცოდნე ექიმი ვერ დაამარცხებს

10.12.2014

კიევიდან დაბრუნებული რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ "ინტერფაქსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყველაზე შოკისმომგვრელი, ციხის სკანდალური კადრების ჩვენება აღმოჩნდა. როგორც ხაინდრავა ამბობს, გაირკვა , რომ სანდრო კვიტაშვილის დანიშვნა უკრაინულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან მინისტრს უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება ან მინიმუმ ამ სფეროში საკანდიდატო დისერტაცია უნდა ჰქონდეს დაცული. კვიტაშვილს კი ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ხაინდრავას ინფორმაციით, კვიტაშვილის დანიშვნამ, უკრაინის სამედიცინო წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

"უკრაინაში არის უამრავი კვალიფიციური ექიმი და მათ თავზე დაასვეს კვიტაშვილი, რომელსაც საქართველოში არავითარი რეფორმა არ ჩაუტარებია გარდა იმისა, რომ გაყიდა საავადმყოფოები. ამას გარდა უკრაინაში კონსტიტუციის მიხედვით, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ევალება ისაუბროს უკრაინულად და მიმოწერა განახორციელოს მხოლოდ უკრაინულ ენაზე. რა გაუჭირდა უკრაინას ასეთი, რომ მაინცდამაინც საქართველოდან იყოს ჩამოყვანილი ჯანდაცვის მინისტრი,"-აცხადებს ხაინდრავა "ალიასთან" ინტერვიუში.

P.S. უკრაინას კორუფცია აქვს დასამარცხებელი და ამ საქმეში უკრაინულის ან ექიმობის მცოდნე ვერ - მაგრამ,  9 წლიანი გამოცდილების მქონე ქართული გუნდი  ნამდვილად დაეხმარება! რაც შეეხება ციხეებს, მანდ, დღესაც გაუსაძლისი მდგომარეობაა ... პატივისცემით, Palimfsesti.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge