საქართველოს ელჩი NATO-ში გადადგა

საქართველოს ელჩი NATO-ში გადადგა

13.12.2014

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ლევან დოლიძის განცხადება გიორგი მარგველაშვილმა 10 დეკემბერს დააკმაყოფილა და ის პოსტს 26 იანვარს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნატო-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ მთავრობიდან განცხადება შესული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ლევან დოლიძემ, რომელიც დეპუტატ ვიქტორ დოლიძის ძმაა, ელჩის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება თავისუფალი დემოკრატების მიერ კოლიცია ქართული ოცნებიდან გასვლისთანავე გააკეთა. 

via:infonet

თანამდებობის დატოვების მიუხედავად ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი, ლევან დოლიძე თავდაცვის მინისტერიალის მომზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც თებერვალშია დაგეგმილი.აღნიშნული განცხადება, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა. მისი თქმით, ლევან დოლიძე პოსტს 26 იანვარს დატოვებს.

"დაწერილი აქვს ლევანს უკვე განცხადება, იგი დაბრუნდება იანვარში. ეხლა ჩვეულებრივი გადმობარგების პროცესი აქვს და ამავე დროს მეორე მინისტერიალის მზადების პროცესშიც მიიღებს მონაწილეობას, რამეთუ ძალიან მნიშნვენლოვანია, თებერვალში არის თავდაცვის მინისტერიალი. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ამ პროცესშიც მიიღოს მონაწილეობა,"-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ლევან დოლიძის განცხადებას ხელი 10 დეკემბერს მოაწერა. დოლიძე პოსტს 26 იანვარს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნატო-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ მთავრობიდან განცხადება შესული არ არის. (2014.12.13)

via:pirveliradio



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge